ავტორი: მარი სადღობელაშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 ივლისი, 2022
***
***
მოვა წყალდიდი, იქნება გვალვა, ხშირად კალაპოტს იცვლის მდინარეც.. მე რომ აქამდე ცოცხალი დავალ, ზოგს გაახარებს, ბევრიც ინანებს, რომ არ მეღირსა მეგრული ნანა, ოჩოფეხებზე შემდგარი ქოხი. გეზარეული უმიზნოდ დავალ და ჩემს გამომხმარ ტკივილებს ვთოხნი...