ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: თარგმანი
8 ივლისი, 2022


☆☆☆ ვადიმ ჟუკი

გრუხუნით რომ  შეზანზარდა არე,
კერძი ქვაბში  ახტუნავდა ჯერ და,
მერე იქვე,
იატაკს დასჯერდა.

თოჯინებმა
მიაბრუნეს სახე, -
თოჯინების რა საქმეა საფრთხე?!

კარადა თუ დაიცავდა მხოლოდ.
შეძვრა...
იწვა...
ჩაეძინა ბოლოს.

გაიღვიძა, აღარ იყო ფრთხილი,
ხან იყვირა, ხან იტირა...
მერე,
ძირს ნაგდები ჭამა კარტოფილი.

ხელი ცუგას წამოავლო ცისფერს,
შეიმალა კარადაში ისევ.

ახლა იგი ქვეყნად აღარ არის.

ჩამოძენძილ პიჯაკების ქვემოთ,
მის ჩონჩხს ვინმე აღმოაჩენს ერთ დროს .

სასაცილო -"კარადაში ჩონჩხი!"
არ იქნება მაშინ სასაცილო,-
გახუნებულ ცუგას ჩაფრენილი,
ჩაშლილი და უკვე არამთელი.

გამოტანილს კარადიდან მზეზე,
მას იხილავს საშიში ნათელი.

ვადიმ ჟუკი

***
Когда задвигалось и загремело,
И на столе запрыгал суп в кастрюле,
Попрыгал, а потом упал,
Игрушки сразу лица отвернули —
Не их это игрушечное дело.
Тогда он в шкаф залез.
Он  в нём лежал и спал.
Потом проснулся, покричал, поплакал,
Поел размякшую картошку с пола,
И, взяв с собою синюю собаку,
Вернулся в шкаф.

Теперь его на свете нет.

Среди истлевших пиджаков, подолов
Когда-нибудь найдут его скелет.
Нашедшие могли бы засмеяться —
Скелет в шкафу! Никто не засмеётся.
Достанут этот маленький скелет,
Вцепившийся в бесцветную собаку,
И вынесут на страшный белый свет.

30 июня 2022

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები