ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2022


სარკეში

ნინო დარბაისელი

სარკეში

საწყალო,
საწყალო მე - ადამიანო,
მთელი ცხოვრება ფიქრობ,
ფიქრობ და  ვერ მიმხვდარხარ,
რომ ის  არა ხარ, რასაც ფიქრობ საკუთარ თავზე;
და სხვები რასაც ფიქრობენ შენზე,
არც ის არა  ხარ.

შენ ხარ ის,
რასაც ფიქრობ იმაზე,
თუ რას ფიქრობენ შენზე  - სხვები?!

რა გატირებს, მე შემომხედე!
მე, ვინც
ვიღაცის ნათითურებს ვაორთქლებ სარკის ზედაპირზე 
და  მერე  შალის მკლავიანი იდაყვით კარგად ვაპრიალებ.

მე შემოგცქერი  ყველას მაგიერ,
იმათ მაგიერ,
შენ რომ გეგონა,
გგონია
და კვლავ გეგონება,
რომ ედარდება,
რა იყავი,
ახლა რა ხარ,
ან რა გახდები,
გარდა იმ ერთი შემთხვევისა,
ხეზე თუ ერთი ვაშლი კიდია,
ადამიანის სიმაღლეზე, მოწყვეტაზეა,
ხელს კი ორივე სხვადასხვა მხრიდან ერთდროულად
ვაშლისკენ იწვდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები