ძველი ზაფხული მახსენდება. მატარებელი.ივლისი. თეთრი ღრუბლების მამონტები ცაზე რა მშვიდად დადიან. ვინ იცის რატომ მაგონდები ყოველთვის დილადრიან?
მახსოვს ,რომ ჩემზე აბოდებდი. და მეც ვიჯერებდი ამ ბოდვებს . არავინ არაფერს არ ამბობდა, ახლა რას აღარ ამბობენ .
ამღერებს პატარა სადგურები ელის ,,ბებერო გადიას,, . და სველი დენის მავთულებით მთვარის ფიტული ანთია .
ყოველთვის თავად ვართულებდი, ყოველთვის თავად ვანგრევდი. ყოველდღე ვინმეს ვიყვარებდი, ქარი ვფანტე და დავბერდი .
ჩავალ, ჩავბარგდები, უნდა ჩამოვიხსნა სულის ფალმანდები– დარდები. სახლი მივატოვე, ასე– უსახლკარო, ბათუმს სამუდამოდ ვბარდები .
ვუყურებ , ვუყურებ ღია კარებს . გამცილებელი : ,,მოიცა!.. მთვარე კი ,როგორც ღრიანკალი, დედამიწისკენ მოიწევს .
ხვალიდან აღარც გავიპარსავ, ცხოვრებამ ისე დამქანცა. ხვალიდან თავსაც დავიფასებ , მეთევზეების ძმაკაცი
გავხდები. გავყვები ამაღამვე ზღვაში გათანგულ ნაოსნებს. ღმერთმა წესრიგი დაამყარა, მე გამოვიგონე ქაოსი !
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგია, როგორც ყოველთვის. კარგია, როგორც ყოველთვის.
3. სათაურს შემოვყევი. ერთი ოცნება დამრჩა ოცნებად.. ბათუმში მატარებლით წასვლა, როცა ზამთარია. და თოვლი:/
ლექსს 5..
სათაურს შემოვყევი. ერთი ოცნება დამრჩა ოცნებად.. ბათუმში მატარებლით წასვლა, როცა ზამთარია. და თოვლი:/
ლექსს 5..
2. აინშტაინმა აღიარა: სამყაროში ისეთი წესრიგია, გადავირიე კაცი, ეს წესრიგი ღმერთმა, რომ დაამყარა და ადამიანმა ქაოსი, რომ გამოიგონაო -ახლა დევიჯერეო ! აინშტაინმა აღიარა: სამყაროში ისეთი წესრიგია, გადავირიე კაცი, ეს წესრიგი ღმერთმა, რომ დაამყარა და ადამიანმა ქაოსი, რომ გამოიგონაო -ახლა დევიჯერეო !
1. ელის "გადიაზე" ნაკლები სიმღერა არ იქნებოდა ეს, ისეთი მელოდია აქვს :)
ელის "გადიაზე" ნაკლები სიმღერა არ იქნებოდა ეს, ისეთი მელოდია აქვს :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|