 | ავტორი: ხათუნა777 ჟანრი: პოეზია 9 ოქტომბერი, 2022 |
უხმოდ, ფეხმორთხმით ზიხარ ღამის ჩარაზულ კართან, დამსკდარ სხეულში გიწივიან ლურჯი ჩიტები. არავინაა უდაბნოში (ღმ)ერთ(ებ)ის გარდა. ,,ნუ მომიკვდები!''
ვჩქარობ, რუხ კარავს გირთავ თივით გვირილის, ბზების. შემოეხეტო იქნებ, ენდო ჩემს ფერად შიშებს. ,,-კარგია შენთან, მაგრამ შენზე კარგია გზები''. ,,წადი. მე გიშვებ''.
და კვლავ სამუმი. ქვიშა ლანჩად, შეკმაზვით, უმად. დანაფოტებულ სიტყვებს ვატან ფეხმრუდ ქარავანს. ვიმზადებ ჩილიმს. ვეძებ ბილიკს. დღე დანავსულა. მიდი. მოვდივარ. ვერც მოვდივარ. აქ ვარ. არცა ვარ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. როგორი განსხვავებული ხელწერაა, გმადლობთ, ჩემი სიმპატია <3 როგორი განსხვავებული ხელწერაა, გმადლობთ, ჩემი სიმპატია <3
1. ქვიშა იყო და ქვიშად იქცა...
ქვიშა იყო და ქვიშად იქცა...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|