ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2022


* * *

შედარებებით იზრდება ბავშვი -
რა არის ცუდი, რა არის კარგი?!
მას მერე შებოჭილობას ებრძვის -
ნებას, უფლება უწოდებს მარტივს.
შეუსაბამოს არქმევს ზრდასრული,
შეკოწიწებულ ჩარჩო - ცხოვრებას
და შეგუებით ასრულებს ბოლოს,
დაასრულებს და ელის ცხონებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები