(მონა ჰეიდარი) ალაჰს დიდება, მამამ თქვა დილას, აჰვაზში მძიმე ჰაერია. ალაჰს დიდება, ქმარმაც თქვა და ჩაი მივართვი. ახალ ამბებში დღეს საღამოს იტყვიან, რომ ჩემი ცხოვრება ხელის გულზე დაეტია და მეწამულის გახდა ჩემი შავი ჰიჯაბი. (მაჰსა ამინი) შაბეი ალდა - ამინ, ამინ! სამუმი თმაში შემერია, ალაჰმა იცის სიკვდლამდე როგორ მიყვარდი; რომ ვეღარ გნახავ, რომ ვერ გნახავ ნუ გაწყრები, მზის სხივებს უკვე შეველიე, მდინარეები, ერთ დღეს გვამებს გამორიყავენ, ცოცხალი მკვდრების! (ჰადის ნაჯაფი) მესროლე ქვები! ჩემი ფერმკრთალი ყვრიმალები არ ჩანდნენ ჩადრში. როცა ვცეკვავდე ჰაჯ ნარანჯის ტყვია მესროლე, როცა ქარები ჩაივლიან, როცა სიჩუმე საშიშია, თმების სიჩუმე - გამომიგლოვე!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ძალიან კარგია, ერთმანეთისგან გამოყოფა არ აწყენდა. 5. ძალიან კარგია, ერთმანეთისგან გამოყოფა არ აწყენდა. 5.
2. თუ დეგნანს არ ეწყინება, მისთვის არ ვწერ :) თუ დეგნანს არ ეწყინება, მისთვის არ ვწერ :)
1. მსოფლიოს დარდი აგიკიდია. თარგმანი მეგონა.)) მოგიწონებს დეგნანი.ლექსად კაია. მსოფლიოს დარდი აგიკიდია. თარგმანი მეგონა.)) მოგიწონებს დეგნანი.ლექსად კაია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|