ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2023


მხოლოდ სულელებს შეგვიძლია

მხოლოდ  სულელებს შეგვიძლია,
რომ სახლის  კედლებს ,
რომელსაც წლები  ვაშენებდით
ოფლით  და კირით ,
გამოვაცალოთ აგურები ,
დავიმხოთ თავზე
ჭერი,
ვიტიროთ
ნანგრევებზე ნიანგის ცრემლით.
მხოლოდ  სულელებს  შეგვიძლია,
სიცილის  ხმები
განვდევნოთ  ყველა ოთახიდან ,
კარიდან
გარეთ .
როგორც  განვდევნეთ  სახლებიდან
ხატები-ღმერთი
და ჩვენი  თავის დავიჯერეთ მხოლოდ და მხოლოდ.
როგორ  მძულს მწვანე გაზაფხული ,
რომელიც გავა :
უსიხარულოდ,
უყვავილოდ,
უშენოდ,
უხმოდ.
მხოლოდ სულელებს  შეგვიძლია დავადოთ  თავი
და მწარე კბენით  შევახსენოთ  სიცოცხლე მუხლებს .
..............................................................................
ნუ იყვავილებთ აწი  ეზოს ატმებო ,
ბლებო.
მაინც ვერ გიგრძნობთ სულელები ,
მით უფრო -მკვდრები ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები