<><><> გთხოვ, მაპატიო, მე როცა მიჭირს, ლოცვების ნაცვლად ლექსებს ვკითხულობ. (მანანა ჩიტიშვილი) *** ხშირად მახსენებ? ან სულ- არ, იქნებ , რას ეუბნები ერთგულ მეგობარს ? შენ გჯერა ,ალბათ, რომ ჩემზე ფიქრი ამ სიმარტოვეს მაინც ეყოფა. საით სახლობენ შავი ბერები? სად არის გორა,მიწა -მომაღლო? როცა დარდისგან გავიბერები- შევდგე ,ვიყვირო , პირი მოვაღო: მიშველე ,ღმერთო ! მწარეა დამღა , აი,დამჭირდი, მოვედი მუხლებ- გადაყვლეფილი, ის ყმა ვარ ახლა, შენს სამსჯავროზე რომელსაც უხმე . მე მაცინებდა ყველა მლოცველი, დრო იყო, მწარე სიცილს ვაყრიდი. დღეს ურწმუნობის ხანჯლით მოცელილს, ღმერთი მეძახის ძველი საყდრიდან. მძიმე ვარ ცოდვით და არც კი ვიცი, რა მეშველება მორიგ ცოდვიშვილს? რა გადამარჩენს: ლოცვა თუ ფიცი, თუ გულწრფელობით სავსე ბოდიში ? ან გადავრჩები ? ყინავს გარშემო! მზე სხივებს როდის გამოიმეტებს ?!. როგორც მინდორში პეპლებს ბავშვები, მეც დავდევ გულში გამკრთალ იმედებს .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ლოცვა და მადლიერება! ფრიადი ლოცვა და მადლიერება! ფრიადი
3. ვერც ლოცვა და ვერც ფიცი, გიო. მხოლოდ გულწრფელობით სავსე ბოდიშია გადარჩენა! სინანულში ამოვლებული ყველა ლექსი მიყვარს <3 კარგი პოეტი რომ ხარ, ბევრჯერ ითქვა... წარმატებები! ვერც ლოცვა და ვერც ფიცი, გიო. მხოლოდ გულწრფელობით სავსე ბოდიშია გადარჩენა! სინანულში ამოვლებული ყველა ლექსი მიყვარს <3 კარგი პოეტი რომ ხარ, ბევრჯერ ითქვა... წარმატებები!
2. ღმერთმა იმედი არ მოგიშალოს და იმედი რეალობად გიქციოს სტაბილურად კარგი პოეტი
წარმატება და იმედების ასრულება ღმერთმა იმედი არ მოგიშალოს და იმედი რეალობად გიქციოს სტაბილურად კარგი პოეტი
წარმატება და იმედების ასრულება
1. ძალიან , ძალიან მომეწონა, ძალიან პირადული ლექსი რა მეშველება მორიგ ცოდვიშვილს?
ლოცვა, ლოცვა გადაგვარჩენს !!! ძალიან , ძალიან მომეწონა, ძალიან პირადული ლექსი რა მეშველება მორიგ ცოდვიშვილს?
ლოცვა, ლოცვა გადაგვარჩენს !!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|