ვინა ვარ? თუ ამ ლექსის დასაწყისს შევხედავთ ,სიტყვით ისე დავცურავ სიტყვაზე, როგორც ძველი სერფერი , ისე უშიშრად და მამაცურად ... მიწაზე ფეხით როგორ გავივლი? პოეტებს ლურჯი ზღვები შეგვფერის! გულზე დამდგარი ჩემი თავივით, მძულს დედამიწა -უშნო,ბებერი . ვინა ვარ ? ზოგჯერ ნისლთა მარეკი, ცაზე მწყემსების მწარე სახრეთი. ხან ეშმაკები შემიფარებენ, ხან ღმერთან ახლოს დავესახლები . ხან ჩრდილოეთის მხარეს გავქუსლავ , ხან შემიფარებს ცივი სამხრეთი . დიდი ხნის წინათ მიხმო ბახუსმა, რა თავს ვიწონებ ლოთის სამხრეთი ? გუშინ ცას მოვწყდი მკვდარი ჩიტივით, მლოცავს ქუთათელ- გაენათელი. დილით ვრგავ ბაღში კიტრის ჩითილებს , საღამოს უნდა ვთვალო სანთელი , ვისთვის -პოეტი-ღამენათევი, ვისთვის სიკეთით სავსე მნათე ვარ . მაგრამ, ვინ იცის, რომ ჩემი თავის დიდი მტერი და მოღალატე ვარ ?!.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. პოეტი ასეა სულ ხან ნისლების მარეკია ხანაც ეშმაკებს შეფარებული ხან ღმერთის მეზობელი ხანაც ლოთის სამხრეთი მხარზე
წარმატებები პოეტს და ვუსურვებ აღარ ყოფილიყოს საკუთარი თავის მტერი და მოღალატე დალაგდება ყველაფერი ადრე თუ გვიან და კარგად იქნება ყველაფერი 5 პოეტი ასეა სულ ხან ნისლების მარეკია ხანაც ეშმაკებს შეფარებული ხან ღმერთის მეზობელი ხანაც ლოთის სამხრეთი მხარზე
წარმატებები პოეტს და ვუსურვებ აღარ ყოფილიყოს საკუთარი თავის მტერი და მოღალატე დალაგდება ყველაფერი ადრე თუ გვიან და კარგად იქნება ყველაფერი 5
1. დედამიწა მშვენიერია,ტრიალებს ,ტრიალებს დედამიწა ტრიალებს სიახლეებისკენ, მაგრამ ადამიანები, უკუღმა ატრიალებენ დედამიწა მშვენიერია,ტრიალებს ,ტრიალებს დედამიწა ტრიალებს სიახლეებისკენ, მაგრამ ადამიანები, უკუღმა ატრიალებენ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|