ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2023


მგზავრი

გზა ამებნა  თუ ,არ ვიცი , გზა  ვიპოვე :
დავდივარ  შენი ლექსების ტევრში
და ვსველდები .
ამ აკაციის  ფოთლებიდან რომ  წვეთები მაწვიმს,
მითხარი,ხომ  შენი ცრემლებია ?
სეზამ გაიღე !
შემომიშვი,
შენს სულში  ჩამახედე,
ვიწვები !
უშენოდ გაყინული გდია დედამიწა ,
აღმოსაჩენი  მიწებიც.
სადა ხარ ჩემო,  სიყვარულო?-
გეძახი და მთების  ექონი
ხარხარით მიბრუნებენ  ჩემივე  ხმებს ,
საცინლად მიგდებენ, მე მგონი .
ახია ჩემზე  დაზამთრება ,
ჩემი გადაქცევა ქვაკაცად.
მე  თავად  შევუდექი  ამ ჯოჯოხეთს-
ბილიკებს ეკლიანს,
დამქანცავს
და  სანამ კლდის პირს მივადგები ,
ალაგს  საშიშს და  ფრიალოს ,
ვალაგებ სიტყვებს  საგინებელს,
რომ დედა ამოვუტრიალო
ცხოვრებას,
რომელიც მომერია
და მახევს დაბერილ ლაყუჩებს .
ფონად ყორნები  დამძახიან :
,,მოკვდი , თვალები  დახუჭე!,,
ვიქეცი  ცრემლის იორებად,
ველზე წაქცეულ იაბოდ.
აწი, ვერასდროს  ვიომებ და
აწი, ვერაფერს გიამბობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები