ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2023


ეჭვი

ნეტავ , რა  აზრი  აქვს  ამ  ღიმილს,
შენი კბილებიდან ელვასავით  გამომკრთალს ,
ან მოსვლას და  ხელის  ხელზე  შეხებას ,
როცა მე ვტირი .
მადლობა ,რომ გეცოდები ,'
რომ გეშინია,
რომ ღელავ
ჩემი ავადმყოფი გულის  გამო ,
მადლობა,
რომ ისე  შემეჩვიე , ვერ შემიძულე .
იქნებ  სადღაც გიყვარვარ კიდეც ,
მე ამას ვხვდები:
როცა  ხელიდან სასმელს მაცლი და  ნიჟარაში  გადაუძახებ .
მაგრამ ...
რა აზრი  აქვს  ამ ზრუნვას,
ამ ვითომ იმედს,
როგორც სიცოცხლის  წყაროს ,
თუ ჩემ სინანულში ,რომელიც ნამდვილია,
ეჭვი გეპარება ?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები