ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2023


ელეგია

კაცის მოკვლა  რომ შემეძლოს , ჩემ თავს მოვკლავ,გადავაგდებ
ხევში ,სადაც  სვავები და  ყვავ- ყორნები დამკორტნიან ,
უძლურია ჩემი  ღმერთი ,  ვეღარ  მარჩენს ,არად მაგდებს
კაცს ,რომელსაც  სინანულით გული ასე დამკოდია...
ჩემი  გოგო  აღარ  მისმენს ,ჩემი  გოგო  გამიცივდა ,
არ მწვანდება  გაზაფხული,ირგვლივ  ლუში  ფერებია ,
ან  ვარსკვლავებს  ვინ შესძახა,  გამქრალიყვნენ  ღამის  ციდან ?
გაჰქრა მთვარეც , მისი  სხივი  ერთხელ არ მომფერებია.
ყველგან შენი  სახე მხვდება , ოქროსავით ბრწყინავ მზეში,
როგორც ფიტულს , მიყეფს ძაღლი ,დამცინავად მიქიცინებს
კუდს...რა  ყრია ამ უშენო ,უხმაურო სიცოცხლეში ?
ისე  ვფიცავ შენ  სიყვარულს,ჯერ  რომ არ დამიფიცია ...
უდაბნოში ყვავილს დავრგავ , ფეხშიშველი ავალ შხარას-
შენ  სიყვარულს  დავიყვირებ, სანამ კვლავ გულს მომიშხამავს
შემზარავი ფიქრი იმის,რომ შენ ჩემთან  აღარა ხარ.
ნეტავ ,შენ ღმერთს  ჩემი  ღმერთი ერთი წუთით დაანახა .




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები