ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2023


მე შენ მიყვარხარ

ნუ გამექცევი , ჩემო ზაფხულო ,
შემომიწექი ,
შემომეხვიე !
დამეხილი ვარ
და  ძლივს  ვფაფხურობ ,
სავსე მაქვს  პირი მიწით ,ბალახით .
სუყველა ლექსი  დავწვი, დავხიე,
ვცხოვრობ დარდით და  კატაბალახით .
ყველა კუთხეში მიწას ამოვთხრი
და  დაოთხილი ვივლი ნიადაგ .
დაგირგავ ათას ყვავილს-სამოთხის ,
ოღონდ  ნუ მეტყვი:  ,,დაგაგვინდა ,,!
ნუ გამექცევი,თავზე მექცევა
ცა,
ფეხქვეშ მყარი მიწა მეცლება ,
ყველა ხევ-ხუვთან ალი მიხტება ,
ურმის ჭალაზე დამეკიდება.
მომადებს ნავთით გალუმპულ ბამბუკს
და ცეცხლი სულზე  მომეკიდება .
როდის მორჩები ,ღმერთო ,ამ ქარბუქს ,
ჭკუა  რომ აღარ მომეკითხება?.
ეს სიმღერაა,თუ ტირის ბრელი ?-
,,Ne me quitte pas, ne me quitte pas  ,,.
ღამის  სიზმარიც  არ მოსწონთ ჩიტებს,
დიდი  ხანია  ,უკვე  ვირთხებმა ,
რაც დაიკავეს  და  როგორც თხილი,
ჩემი სხეული ისე იხრება.
.............................................
ნუ გაიკვირვებ ამ  ცრიატს მარტის ,
მთელი ცრემლების წყება მიყვა ქარს.
მე  შენ  ყოველთვის ღმერთივით მწამდი ,
მე  შენ მიყვარდი ,
მე შენ მიყვარხარ !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები