ბაცი ცაა, გეძებ გაფაციცებით , აღარა ვარ შენი ,მხოლოდ მეგობრობა ვერ მიშველის , ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ზღვაში გაძარცვული მეკობრე ვარ . შენი სიტყვა გულზე დარდად მატყვია - ხელმოცარულს და სისხლისგან დაცლილს, მოკლული ვარ, სამწუხაროდ , ბრმა ტყვიით და ცხოვრებას ვეღარაფრით ვვარცხნი . მარცხნივ წავალ -მარიანას ღრმულია , მარჯვნივ -ცივი, ბნელი კატაკომბები. ომი მორჩა ,მაგრამ დაზაფრული ვარ , სეტყვასავით ცვივა ციდან ბომბები . სიტყვა მქონდა , ქვას გავტეხდი, ნაღდად , სულიერი კაცი ვინ რას მავნებდა? ყოველ ღამე ჩამოვჯდები ახლა და ვქვითინებ ფერად იასამნებთან - შენ რომ რგავდი ფაიფურის თითებით , მერე ღიმილს დაურთავდი ქარგად . ვწუხვარ ,ალბათ , ვეღარასდროს ვიქნებით , როგორც ადრე- განცხრომით და კარგად ... მაგრამ , ვივლი ,დაუღლელად ვივლი, სანამ შევძლებ ამ ქალაქში სიარულს, მე ხომ ვიცი, რომ არ გადამივლი , გევედრები ,არც შენ გადაგიარო !
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ისევ კარგი ლექსი და არმოსაწონი განწყობა
ლექსს 5 ისევ კარგი ლექსი და არმოსაწონი განწყობა
ლექსს 5
1. "იასამანს შეეცვალა ფერიიიი, აღარ ახსოვს უკვე არაფერიიიი? რაშია საქმე რატომ მოსთქვამს წყლისა პირას ჩვენი დიდებული პოეტი?! უკეთესობისკენ, უკეთესობისკენ! "იასამანს შეეცვალა ფერიიიი, აღარ ახსოვს უკვე არაფერიიიი? რაშია საქმე რატომ მოსთქვამს წყლისა პირას ჩვენი დიდებული პოეტი?! უკეთესობისკენ, უკეთესობისკენ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|