ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2023


მუნკის ,,კივილი,,

ღრუბლიან დილას ,როცა მეძინა,
მე გამაღვიძა წვიმის  შხეფებმა.
აღარ  იყავი ,სად არ გეძიე,
დამაკლდი შენ  და შენი შეხება,
კვლავ დამცინოდა  ქარი ავყია,
და ოთახებში  იდგა ტკივილი.
ენაცვლებოდა  ჩემ ხმას , გამყინავს ,
ცივი კედლიდან მუნკის ,,კივილი ,,
ვეფერებოდი შენ მზერას  დაღლილს,
და შენ ფოტოებს ვშლიდი კარტივით .
შენი სიცილით გამთბარი  სახლი
გახდა  ძეძვით  და  ეკალ-ბარდებით
სავსე ...
სადა ხარ? 
რამ გამახელა?-
შენ ციმციმს ვიღაც სხვა  მოდარაჯე
თუ გამოუჩნდა , ჩემზე  ახია!
შევეგუები მძიმე  განაჩენს.
ოღონდ  გჯეროდეს  ჩემი ნამდვილი
მობოდიშების  და გაფითრების .
მე შენს ეზოში  ჩამობარდნილი
მუდამ პირველი  თოვლი ვიქნები .
,,მომაგონდები ამ ანანურთან,,
შენ, ალბათ,ისევ თვალს ამარიდებ .
ოღონდაც დარჩი ,ახლოს,ჩემ გულთან ,
ჩემო გიჟმაჟო და მეამინდევ.
ღრუბლიან დილას უშენოდ მოვკვდი ,
მიმასვენებენ ცაში ჩიტები .
უბრალოდ, ვფიქრობ ,ასეთი ლოთი ,
თან მკვდარი , უფალს რაში  ვჭირდები ?








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები