უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა, იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა. გალაკტიონი <><><> ერთი ღიმილი მჭირდება ,ავდგე, გადავდგა მთები ,ზღვები დავაშრო . გადის თვეები და ,,კარგადყოფნას,, კვლავ შესაშური ნიჭით ვთამაშობ . ღმერთო ,თუ გინდა დასაჯო კაცი - ამყოფე მარტო ! სიხარულისგან პირთამდე სავსეს ,იხილავ დაცლილს! არაფერია,გარდა ურვისა, ჩემი ცხოვრების ყოველი წამი . მახრჩობს ქარი და ცრემლის ნილოსი . გთხოვ ,მაპატიე,თუ ვერ გიწამე და შენი კვართით ვერ შევიმოსე. გთხოვ , ნუ მიმიყვან ფუძის მთის ძირში , ,,ტყეების ზღვაში ... ნუ გამხდი თვითმკვლელს. ვიწვები ცხელი უდაბნოს ქვიშით და ცოდვის გუდით დავდივარ, თითქოს. ვეღარ ვეტევი ზღვა მინიმებში , და სისხლს მადენენ ქარის ენები . მე გულწრფელი ვარ ჩემს ტკივილებში , მაგრამ მჯაბნიან ფარისევლები .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გულწრფელობაში ვერავინ შეგეცილება, მარტოობას კი,სწავლა უნდა! გულწრფელობაში ვერავინ შეგეცილება, მარტოობას კი,სწავლა უნდა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|