ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2023


მე მინდა ახალი ქვეყნის აღმოჩენა

მე მინდა  ახალი ქვეყნის აღმოჩენა,
არ მინდა,  იყოს ეს  ქვეყანა  სტანდარტული :
მინდა,  წელიწადის  რომელიმე  დროში  დავსახლდე,
სახელდობრ გაზაფხულში 
და  გაზაფხულის  დედაქალაქი  იყოს  მაისი .
წვიმით  და მზით სავსე ამინდებში
შენთან ერთად ვიარო ,
დავთესო  ყვავილები , სულ ერთია-სად,
ოღონდ ჩემი მიწიანი ხელებით მოგეფერო .
არსად არა ხარ ,
გარდა ჩემი  წარმოსახვისა ,
გარდა  ჩემი ქარიანი სიზმრებისა...
მოირბენ , მოიჭიკჭიკებ  ჩემ ბაღს  და ისევ  მიფრინავ ,
მე კი გელოდები ასე  ხელებგამოწვდილი
და უსუსური ,
ღამდება ,
ვღამდები .
მენატრები !


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები