ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2023


როგორ დაგივიწყო,მასწავლე

როგორ  დაგივიწყო ,მასწავლე ,
არ ჭრის  დასალევი , არც სხვა  რამ
ტვინის  გასათიში , სად  წავალ
ხვალ -ზეგ, სასაცილო მასხარა .
ისიც კი არ  ვიცი , სადაა,
სადმე შესაყუჟი ეკვდერი.
მე ვარ მარტოსული ოქტავი ,
ადრე  შენახვედრი  ბეგბედერს.
ვწუხვარ , ვერასოდეს  მოგქრთამავ ,
ვეღარც გულწრფელობით გიყიდი .
წყალმა გაგვიტაცა ორთავე
და შენ ვეღარაფრით მიხიდე.
ვყვირი განწირული ყვირილით ,
მორჩა,ალბათ , ცრემლის  მარაგი .
ჩემი ამღვრეული  ყვირილა,
შენი თოვლისფერი  არაგვი ...
სხეულს ვახეთქებდი  კბოდეებს ,
ტალღებს დამტვრეული ვკვეთავდი .
ჩემი განწირული  გოდება ,
როგორ არ ისმოდა  ღმერთამდე?
როგორ დაგივიწყო ,მითხარი ,
არ ჭრის,  არაფერი არ მშველის.
ვტირი-თუკი შენზე  მკითხავენ ,
ნუღარ მეკითხებით , რას ვშვრები ?
იქნებ , შეიძლება,  ეშმაკით,
ერთხელ ანგელოზმაც მიჰქაროს .
ვწუხვარ, ვეღარ გშველი  ვერაფრით -
ცრემლში დაიხრჩობი,იკაროსს!












კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები