ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2023


თუ პოეტი ხარ

ჰო, გავიცინეთ, ქრისტეც ვიგლოვეთ,
ცოტა დავლიეთ , ცოტა მოვეშვით.
ჯერ სიყვარული გამოვიგონეთ,
მერე ჩავეშვით სიმარტოვეში.
გზის პირას ბევრი უცხო ყვავილი
ღუოდა, მაგრამ მე ამ ყვავილებს
ვყავდი წყობიდან გამოყვანილი
და დღესაც გული მომაყვანინეს.
არაფერია, მალე გაირბენს
სიცოცხლე, როგორც სინდიოფალა.
მაინც მადლობა არსთა გამრიგეს,
უსიყვარულოდ რომ არ ვყოფილვარ.
ცხოვრების კადრმა ასე  აჩვენა:
თვალებს დაგთხრიან , კისერს მოიტეხ.
ნუ გიხარია , წყევლე გაჩენა:
თუ პოეტი ხარ,
თუ პოეტი ხარ !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები