ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე96
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 აპრილი, 2023


ჩანაწერები თუ საუკეთესო ამონარიდებები?

  გამარჯობათ, მე ელენე ვარ, მწერალი. ამ საიტის შესახებ წლების წინ ჩემ მეგობარმა მითხრა. შემოსვლის წუთიდან მივხვდი, რომ აქ ჩემ თავს, კიდევ უფრო აღმოვაჩენდი და ასეც მოხდა. დასაწყისში ,,დაბადების დღეს“ იმხელა გამოხმაურება ჰქონდა, რომ პირველი რამოდენიმე თვის განმავლობაში თავფურცელზეც იყო. ახლა რო გადავხედე ტექსტი იმდენაც გაუმართავია, იმდენაც დასახვეწი რომ მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტიმულისთვის. ეს რომ არა და ადამიანები, რომლებიც დღემდე ასე ერთგულად მომყვებიან მე ამდენს ვერ შევძლებდი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ ამხელა სიყვარულისთვის, თუმცა ყველაზე დიდი მადლობა მაინც ჩემს შთაგონების წყაროს. სიყვარული დედამიწას ატრიალებს. ვემხრობი ამ მოსაზრებას. ესაც მარტო იმიტომ, რომ სწორედ ამ ენერგიებმა მომიყვანა აქამდე. მოდით ბევრს აღარ გავაგძელებ და გაგიზიარებთ აქამდე დაწერილ ჩანაწერებს, თუ საუკეთესო ამონარიდებებს.

**
მოდით მწერლებს გვკითხეთ: -როდის ან რატომ ვწერთ ამდენს?
აი, მე მაგალითად: გული მეუბნება და გონება მკარნახობს.
ზოგჯერ, ისე დაგუბდება სათქმელი ყელში შეიძლება გასკდეს კიდეც.
არადა რომ დაუკვირდეთ მწერალის ნაჯღაპნი სარკეა.
იმას არასდროს დაწერს, რაც არ უგვრძვნია, არ განუცდია.
ცოტა საშიშიც არის, რადგან არაფერს მალავს.
თუ მეტად დაუკვირდებით შესაძლებელია მისი ცხოვრებიდან დიდი ტრაგედიაც ამოიკითხო.
აი, მე მაგალითად: ოთხი პიესის, ზღაპტრების, ჩანახატების ავტორმა უკვე ყველაფერი დავფქვი ჩემს შესახებ. უბრალოდ ცოტა დაკვირვებაც საკმარისია.
ახლა როგორც მკითხველი საშიშიც ვარ.
არ ვტყუვდები და ძალიან მარტივად ვხვდები რა შეიძლებოდა ეთქვა მას ლექსით.
ვხვდები,
ვგრძნობ,
მესმის ის ადამიანი იმ კონკრეტულ მომენტში რას განიცდიდა.
ოხ, ეს მწერლები.
ასე თქმა იციან...
და დიახ....
მწერლების ცხოვრება ფურცლებზე ერთი შეხედვით მარტივად იკითხება, თუმცა ძალიან, ძალიან დიდ საიდუმლოებებს იტევს.
ჩვენ გვინდა არ გვინდა ვამბობთ იმას, რაც გვანთავისუფლებს და მერე როცა შეგვიქებენ:
_ რა ლამაზია სიტყვაა...
მადლობას ძალიან მოწიწებით ვუხდით
და ვაი,
რომ ცოტახნის წინ, ჩემი ცხოვრების დიდი საიდუმლო გავთქვი.

**
აი, როცა მოდუნდები...
დაგავიწყდება მზრუნველობა..
დაგავიწყდება, რომ დღეს არ გითქვამს მიყვარხარ!
ვერ მოეფერე საყვარელ ადამიანებს,
ვერ დაურეკე დედას..
აი, სწორედ მაშინ იგებ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელივანი ადამიანი დაკარგე და სწორედ მაშინ გიჩნდება დანაშაულების შეგრძნება.
იქამდე უთხარით, რომ გიყვართ.
იქამდე ეფერეთ, თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, რადგან ხვალიდან შეიძლება ყველაფერი უკვე სულ ერთი გახდეს.


გიფიქრიათ, რომ სტრესისგან თავის დაღწევა მარტივია?
დიახ მარტივია, შენ თუ ამას ასე აღიქვავ. იჯდე და გამოსავალი ,,მოწევაში" ან კიდევ ,,ალკოჰოლში" იპოვო...
ეს უბრალოდ დროის ტყუილად ფლანგვაა. იმ დროის, რომელიც დღეს ასეთი ძვირფასია.
მე პირველი არ ვიქნები ვინც იტყვის, რომ:
_ ასე ახალგაზრდები თავს იღუპავენ.
პირველი არ ვიქნები, ვისაც აწუხებს ახლობლების, მეგობრების ასეთ მდგომარეობაში ყოფა.
ყველაზე ცუდი კიდევ იცით რა არის?
ამით ისინი არ ფიქრობენ, რომ საკუთარ თავს ავნებენ... პირიქით, ჰგონიათ რომ სწორედ ეს არის გამოსავალი
და როცა დრო მიდის და უკან არაფერი დაგრჩენია
ხელსაც ჩაიქნევ ალბათ.
აი, ეს კიდევ უფრო უკიდუროსობისკენ მიდის.


**
რა ხდება მაშინ, როცა ღამეებს თეთრად ათევ?
მოდი მე გეტყვი:
გახსენდება ქალი, რომელიც გიყვარდა და ახლაც გიყვარს.
ან თქვენ ახლა, რატომ არ გძინავთ?
_ ეჰ, შვილო შენ ვერ გაიგებ, როგორ მენატრება ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები... (ესეც ემიგრანტი ქალის წუხილია.)
შენ რაღა გჭირს? ფანჯარასთან რომ ზიხარ და ვარკვლავებს მისჩერებიხარ.
_ მენატრება.. ის სიყვარული მენატრება, მას რომ ვუყვარდი.
შენ? აი, შენ რა გზას უცქერ?
_ გზას ვუცქერ შვილო. იმ გზას, საითაც მჯერა, რომ ჩემი შვილი ისევ დაბრუნდება. (ესეც შვილმკვდარი დედის ტკივილია.)
შენ ელენე? შენ რატომ არ გძინავს?
_ მეფიქრება...
რომ არა ეს ტკივილი, რომ არა ხმები...
რომ არა წარსულში დაშვებული ისევ ,,სხვისი შეცდომები"...
მეც ალბათ ახლა შენსავით ჩამოვჯდებოდი და წვიმის ხმას თავხედურად მოვუსმენდი.
აი, თურმე რამდენი რამ ესმის მთვარეს...
და თურმე რატომ ივსევა ცრემლებად, ბუმბულის ბალიში..
მხოლოდ ,,მე და შენ" ვიცით.
მხოლიდ ,,შენ და მე" ვგრძნობთ ამას.
სხვა ყველაფერს კი დილით ალიონი შეცვლის.

**

-ქალი?
თუ დალევს ბევრს
იცეკვებს ბევრსაც.
იქნებ მოსწყინდა გარე სამყარო და ნამთვრალევი უყურებს სამყაროს.
იღიმის...
დაჟიმებით
იღიმის, რომ არ დაატყოს დარდი.
ქალი, როცა ცრემლებს ყელში ბურთივით იგროვებს...
აი, სწორედ მაშინ გარიდებთ თავს და უაზროდ იწყებს ცეკვას. იქაც იცეკვებს, სადაც ამას ვერასდროს გაბედავდა. დაიღლის ხელებს, ფეხებს. სულის შეკვრამდე იცეკვებს, მაგრამ..
იმ მომენტში, ქალის განცდა...
შეიძლება გავდეს ქარიშხალს. ატრიალებდეს, ბრუნავდეს მისი გონება.
კიდევ ერთი ჭიქის შემდეგ...
მიდის იმ დასკვნამდე, რომ ახლა დალევა ყველაზე კარგი გამოსავალი იყო ყველაფრის დასავიწყებლად,
მაგრამ...
თენდება მეორე დღე...
ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. ნელ-ნელა იხსენებ თავის ნათქვამ არეულ-დარეულ ფრაზებს, ეს შეიძლება უცენზუროც იყოს. შემდეგ უჩნდება ზიზღი საკუთარი თავის. იწყებ იმაზე ფიქრსაც, რომ დადგება დღე და ალკოჰოლზე იტყვი უარს.
არავინ იცის ალკოჰოლის შემდეგ ქალი რატომ ცეკვავს უაზეოდ ბევრს,
მაგრამ მე გეტყვით:
მას შეიძლება არ ესმოდეს მუსიკა, ის სიტყვები, რომელიც ერთ დროს დიდი გრძნობებით წერდა ვიღაც, თუმცა...
ქალი მაინც ცეკვას, თანაც ისე რომ მას კი არა სხვებსაც დაახვიოს თავბრუ..

**
,, მიყვარხარ...
იმიტომ რომ შენს გარეშე არსებობა არ შემიძლია.
მიყვარხარ...
იმიტომ, რომ შენს გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს.
მიყვარხარ...
იმიტომ, რომ თვალები შენი მსავსი არავის ჰქონია.
მიყვარხარ...
იმიტომ, რომ ცეკვა შენი მსგავსი არავინ იცის.
მიყვარხარ...
ვდარდობ,
მეშინია,
განვიცდი,
იმიტომ, რომ უშენობა არ მინდა!
Frank Sinatra ,,L.O.V.E”

დევიდის ბარათებიდან (,,კურიერი და ლამაზმანის“ პერსონაჟი)

**
_ შენთვის როგორია იდიალური ქალი?
_ იდიალური მიუწვდომელია. ზოგჯერ უნდა სცადო და მას ერთი ნაბიჯით მაინც მიუახლოვდე.
_ საინტერესოა.
_ შენ იპოვე იდიალური?
_ იდიალურია არა, მაგრამ სასურველი კი და ის შენ ხარ!

მარცვალ-მარცვალ შევაგროვებ შენს თითოეულ დეტალს.
თითზე ჩამოსათვლელს გავიხდი წამებს, რომელსაც ერთად გავატარებთ.
უღრუბლო ცას შევადარებ, შენს ყველა გამოხედვას.
მზეს შევადარებ, შენ ყველა ჩახუტებას.
ვარკვლავებით მოჭედილ ცას შევადარებ, შენს ყველა კისერზე შემოხვევას.
და ბოლოს...
ეს იქნება ამბავი, სადაც მხოლოდ ,მე და შენ' ერქმევა.

ქალი ვარ, რომელიც არ გაძლევს უფლებას იფიქრო სხვაზე.
ქალი ვარ, რომლის დანახვას ჟრუანტელს გივლის.
სწორედ ის ქალი ვარ, რომლის სურნელსაც ვერ იპოვე სხვაში.
ის გამოხედვა ვარ, თავბრუს რომ გახვევს.
ის შეხება ვარ, სიტყვას რომ გართმევს.
ქალი ვარ,
ქალი ვარ...
ხო, მე ის ქალი ვარ, რომელის ყოფაც შენთვის ბევრს ნიშნავს.

**
ნუ მეტყვი, რომ დაიღალე...
ნუ მეტყვი, რომ აღარ გინდა...
ნუ მეტყვი, რომ სულ ერთია...
ნუ მეტყვი, რომ გეზარება...
ნუ მეტყვი, რომ მიატოვე...
ნუ მეტყვი, რომ დაამთავრე...
-რატომ?
არ იღლებიათ ერთგულები.
თუ კი გიყვარს ,სულ ერთია' რაღაც ,მერე'...
არადა გეზარება მაშინ, როცა შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ხდება.
არადა მიატივე მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდი.
დაამთავრე?
შეუძლებელია! ვერ დაამთავრებ იმას, რაც ჯერ ახლა დაიწყო.
იყავი,
იბრძოლე,
გიყვარდეს,
გააკეთე,
დააფასე...
იქამდე სანამ ეს შეგიძლია!

**
გჯეროდეს, რომ დადგება დრო,
როცა იფიქრებ:
_ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი.
გაგიჩნდება შეგრძნება, რომ ასე კარგად თავი დიდი ხანი არ გიგძვნია და სულაც პატარა ბავშვს ემსგავსები, როცა მას
ხედავ,
უსმენ,
ეხები...
საკუთარი თავის კონტროლი შეიძლება დაკარგო მაშინ, თუ ის ამის უფლებას ის მოგცემს.
ზოგჯერ, გამოხედვა იმაზე მეტს ამბობს ვიდრე სიტყვები და სწორედ ეს გამოხედვაა, რომელიც ჭკუიდან გშლის.
იცით რანაირია?
მზერა აქვს, მაშინვე კოცნას მოგანდომებს.
სურნელი აქვს, მაშინვე ჩახუტება გინდა.
შეხება აქვს, ეგრევე გეკეტება.
**
_ მეჭიდავები?
_ არა, გეხუტები!
_ გარეთ ძალიან ცივა.
_ სამაგიეროდ შენთან თბილა.

**
თოვს, ნელ-ნელა ჯიუტად ათოვს მთაწმინდას.
ივსება, გროვდება ბილიკი თოვლით.
ათოვს ბაღებს,
ხეებს,
სამდურავებს...
შენს ბაგესაც ადნება ალბათ.
ალბათ იმ ქალსაც ათოვს ერთ დროს, ძალიან რომ გიყვარდა.
ხო, გიყვარდა და ახლაც გიყვარს.
ხო, ელოდებოდი და ახლაც ელოდები.
აზრი არ ჰქონდა თოვას და არც იმ იმედს, რომ ხვალ გამოიდარებს.
ახლა, იხსენებ მის:
ხელებს,
მხრებს,
ტუჩებს...
იხსენებ მის გამოხედვას,
ღიმილს...
გახსენდება, როგორ დაჟინებით, უჩუმრად აკვირდებოდი...
ის არის ქალი, რომელიც ჩათვალე რომ არასდროს განმეორდებოდა შენთვის.
აი, ახლაც წევხარ და იხსენებ..
ხო, იხსენებ! თან და თან როგორ გხიბლავდა.
ყველაფერს დათმობდი, რომ გეგრძნო მისი ტუჩების სისველე
და სურნელი, რომელიც უბრალოდ თავს გაკარგვინებს...

ახლა, მარტმა ბების სურნელი დამიბრუნა. ახლა, ბაბუს ხმამაღალმა შეძახილმა ჩემს გონებაში გამოიღვიძა:
_ გამოდით, ბავშვებო ახალი წელია!
ხო, თოვლი ჩემთან სოფელში ახალი წლის ღამეს მოდიოდა.
მთელი წლის ნანატრ სურვილს სწორედ მაშინ ვიხდენდით და საწყობიდან ციგა გამოგვჰქონდა.
იქ, ერთმანეთს არავინ ეკითხებოდა ასაკს.
ყველა ერთ ტალღაზე, ერთხმად ატყდებოდა ჟრიამული.
თოვლით გუნდების შეკვრა და ცვენა იწყებოდა.
ვის კისერში ჩააყრიდნენ თოვლს, ვის შუბში მოხვდებოდა ან სახეში.
იქ იყო:
სიცილი,
ყვირილი,
სირბილი დაუღალავი.
იყო ჩახუტება,
იყო სიყვარული თავდავიწყებით!
მარტმა დღეს ბავშვობა დამიბრუნა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თოვლი ერთადერთია, რომელიც მხოლოდ კარგ მოგონებებს ინახავს.
**
როგორია ჩემი გოგო?
-ჩემი გოგო, არავის გავს.
თავისებური თავნებაა.
აკეთებს იმას და იცმევს იმას რაც უნდა.
ისე ვერავინ იხდენს წითელს როგორც ,ჩემი გოგო'.
მზერა აქვს, ადგილზე გაგაქვავებს.
გწყულვილს გაგიჩენს კოცნის და მერე სიყვარულს მოგანდომებს ყურებამდის.
ჩემი გოგო?
-ჩემი გოგო, გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას.
ზაფხულს იშლება და
შემოდგომით შეიძლება  მის ,ფერე'ბმა გააგიჟოს.
აი, ზამთარს კი შვებას იპოვის შენთან.
მოვა და მერე როგორ გინდა გაუძლო ცდუნებას.
გიყურებს და ხვდები, რომ დღეიდან ყველაფერი უკვე სულ ერთია.
გინდა,
გიჩნდება სურვილი აკეთო ყველაფერი, რასაც ,სიგიჟე' ჰქვია.
ოღონს ეს ყველაფერი მხოლოდ მისთვის.
,ჩემი გოგო' სთვის.
_ რას გეუბნება ჩემი სახელი?
_ ჩემთვის შენი სახელი ასოცირდება განუსაზღვრელ ბედნიერებასთან.
**
ახლა ჩამოჯექი, რადგან ელენეს კიდევ ერთ ,ზღაპრული დღეს' გაგიზიარებთ.
ამ ბოლო დროს სახლიდან გასვლაზე უარს ვამბობ..
საკუთარ თავს ვარწმუნებ იმაში, რომ ის ტკივილები და ის რაც ჩემ თავს ხდება მე უნდა მოვერიო.
ასე,
მარტო ვცდილობ ძალები მოვიკრიბო და მერე წავიდე იქ, სადაც სიმშვიდეს მოვიპოვებ.
ამისთვის კი საჭიროა შეთვის ,შეშლილი' ადამიანი იპოვო.
თუ ასე მოხდა,
მაშინ დღეც ნამდვილაც სრულყოფილად ჩაივლის.
მზე ჩემი სტიქიაა.
ჩემს სახეზე,
ყველა დაცემული მზის სხივი მით უფრო მიპყრობს ბედნიერების შეგრძნებას.
უყურო სამყაროს და უყურო მას, რომელმაც ის დღე შენთვის შექმნა უკვე ფუფუნებაა...
სპეტაკი წყალი,
წყალზე ანარეკლი მზის სხივი და წლის პირას გაშიშვლებული ხეები კიდევ უფრო მიმძაფრებდა სიცოცხლის შეგრძნებას.
ვსუნთქავ და მიხარია...
ვუყურებ სამყაროს და ბედნიერი ვარ...
ვგრძნობ, რომ ახლა სიყვარულის შეგრძნება ჩემში მძაფრდება და ეს კიდევ უფრო მაძლევს სტიმულს ვაკეთო ის საქმე კარგად, რასაც ხელს მოვკიდებ.
სიყვარული ენერგიაა,
სუნთქვის და არსებობის წყაროა ,სიყვარული'...
მე, რომ ასე დაჟინებით მიყვარს დაკვირვება... გამოდის, რომ ის მომენტი უფრო ბევრი გახდა ჩემთვის
ვიდრე ამას მე ოდესმე წარმოვიდგენდი.
ხო, ასეთი ვარ...
მიყვარს გრძნობების, სურვილების წერილობით გადმოტანა.
სიყვარულის გამოხატვა მიყვარს...
დაუსრულებლივ შემიძლია ვუმეორე ადამიანებს, რომ მე მისთვის ბევრს გავაკეთებ.
გავუმეორებ, რომ ის ჩემთვის საუკუნედ იარსებებს.
ახლა გიხატავთ ნახატს, რომელიც გამოფენაზე ათიოდე სტუმარი აღტაცებით დაუწყებდა დაკვირვებას.
ფერები მრავალ ,ფეროვანი'...
მოშიშვლებულ ეზო და სადღაც ალაგ-ალაგ, მაგიდის გარშემო ცისარტყელის ფერებში გამოწყობილი სკამები აწყვია.
მხატვარი, ალბათ ჭრელ ძაღლსაც დახატავდა, რომელსაც ადამიანები უზომოდ უხარია.
დახატავდა ალბათ ადგილს, რომელსაც უბრალოდ სიმშვიდე ერქვა...
ასეთი დღეები გონებიდან ისევე არ იშლება, როგორც ტილიზე გადატანილი აზრები.
ეს დღე არის ის, რომელიც არასდროს დასრულდება ჩემში.
იყო დღე, რომელმაც თავი სრულყოფილად მაგრძნობინა.
აი, ასე ამას საჯაროდ გამოტანას ვაპირებ, თუმცა მანამდე გეტყვით რომ ისტორია არ მთავრდება.
პირიქით, ახლა იწყება!

**
ამ ბოლო დროს არ ვსარგებლობ ტაქსით. გუშინაც ეს ძალიან სპონტანურად მოხდა. ახლა კი გიზიარებთ დიალოგს, რომელიც ჩემსა და მძღოლს შორის წარიმართა:
_ რამდენი წლის ხარ?
_ 25_ის. (არ ვიცი რატომ, მაგრამ ასაკი არ დავმალე)
_ გათხოვილი ხარ?
_ დიახ.
_ რითი ხარ დაკავებული?
_ მწერალი ვარ. (ეს ისეთი სიამაყით ვთქვი, დამალვა არც მიფიქრია)
_ (კაცს გაუხარდა, ძალიან გაუხარდა) კარგით მაშინ თუ ასეა მე გეტყვით ფაქტს, რომელიც თქვენ ძალიან გაგახარებთ.
_ რა ფაქტს?
_ აფხაზი ვარ...
ახლა აქ წამკითხე კარგად, რადგან უნდა გითხრათ რა დამემართა მაშინ მე ამ ორ სიტყვაზე.
გავშრი,
გავქრი,
სხეულში სისხლი მიდუღდა.
თვალები გამინათდა...
არ ვიცოდი ეს აღტაცება, როგორ გამომეხატა, რადგან პირველად შევხვდი ადამიანს, რომელიც აფხაზეთიდან არის ჩამოსული და უშვალოთ თვითონ არის აფხაზი.
აი, სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი მისი ჩახუტების...
გამახსენდა იური ნადირაძე, რომელცას არ ვიცნობდი, თუმცა
ის ჩემს ქვეცნობიერეში სამუდამოდ ცოცხალია.
ამ დროს რაც პირზე მომადგა ყველაფერი ვუთხარი:
_ იცით სასწაულია, მაგრამ პირველად შევხვდი აფხაზს. თქვენ ჩემ ცხოვრებაში... აი, ახლა ამ წუთებში იმედის ნაპერწკლი კიდევ უფრო გააღვიძეთ ჩემში. ახლა როცა ასეთი მძიმე მდგომარეობაა მინდა კიდევ უფრო სიმშვიდისკენ წავიდეს მსოფილიო. მინდა, ყველა დაბრუნდეს სახლში.
_ იცით იქ ჩემი ოჯახია. მე შემიძლია შესვლა... შევალ და კადრებს აუცილებლად გადავიღებ თქვენთვის. (აქ გაიგო, რომ ვიდეობს ვამონტაჟებ და ზაფხულს ,მწვანე აფხაზეთის' კარდებს დამპირდა)
_ ამას ნამდვილად გააკეთებთ ჩემთვის?
_ კი გავაკეთებ და უფრო მეტსაც... მზად ვარ ყოველდღე გატარო მანქანით. ეს შენ თუ დაგჭირდება...
_ (ისე უცინოდა თვალები... ამ ადამიანში უბრალოდ გულწფელობის მეტს ვერაფერს ვხედავდი) არ ვიცი ეს ყველაფერი რატომ დავიმსახურე, მაგრამ უღიმესი მადლობა.
_ მე გეტყვი რატომ? როგორც კი ჩემი მანქანის კარი გამოაღე და დაჯექი მაშინვე სიყვარულმა დაისადგურა. არ ვიცი ვინმეს ეს შენთვის უთქვამს თუ არა, მაგრამ საოცარ ენერგიას იტევ. იარე, იყავი ბედნიერი...
(უკვე დამშვიდობების დრო იყო და ხელი გამომიწოდა)
მიდი ჩაარტყი!
ხელის ჩარტყმით ერთმანეთს დავემშვიდობეთ და დავპირდით რომ თქვენთვის ,მწვანე აფხაზეთს' აუცილებლად მოვიტანთ.
დღე დასრულდა და იცით კიდევ რაში დავრწმუნდი?
ოცნებები ხდება!
მე ამ დღეს ორი ოცნება ამიხდა:
პირველი: შევქმენი თავგადასავლებით სავსე დღე. იმ ადამიანთან ერთად ახლაც და სამუდამოდ ჩემთვის დარჩება
და მეორე:
შევხვდი აფხაზს...
ეს სურვილი კი, მე ღრმა ბავშვიბიდან ჩავიფიქრე.
იქიდან მოყოლებული როცა ჩემ ქვეცნობიერეში იური ნადირაძემ ბინა დაიდო.
წასვლამდე მინდა გითხრათ მთავარი:
გიყვარდეთ და გაუფთხილდით ერთმანეთს, რადგან არ ვიცით ხვალ რა გველოდება.
აქვე მინდა მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ.
მშვიდობა და გამძლეობა მიეცი მათ!

**
ადამიანმა მართოს საკუთარი თავი, ჩემთვის ნიშნავს:
იცოდეს მას რა უნდა და არა სხვას რა უნდა მისთვის.
სხვამ შეიძლება გირჩიოს ის, რაც შენთვის არის კარგი, მაგრამ შენ ამით
კარგად ხარ?
კარგად იქნები?
აი, ეს არის მთავარი.
იყო იქ, სადაც არ გინდა ყოფნა იგივეა, რაც თევზი უწყლოდ.
ყოველთვის გექნება უკმაყოფილობის შეგრძნება და მერე მორიდებაც:
_ აქედან რო წავიდე ხომ არ გაუტყდებათ?
ხედავ? კიდევ სხვებზე ფიქრობ.
ეს ძალიან კეთილსინდისიერი საქციელია, მაგრამ როცა საქმე შენს სურვილებს ეხება...
დიახაც, უნდა თქვა რაღაცრებზე უარიც.
ყოველთვის არ თქმას, ჯობია თქვა.
არ გავაკეთებ,
გააკეთე ჯობია, რომ მერე მთელი ცხოვრება არ შეგჭამოს კითხვამ:
_ აი, ნეტა რომ მეთქვა რა მოხდებოდა?
აქაც გამბედაობის ამბავია. ბევრი ამას ვერ ბედავს და მესმის კიდეც მათი.
მეც არ ვიქნები გამონაკლისი თუ ვიტყვი რომ:
_ ვერ გავბედე.
1) მე ვიწყებ დილას ახალი იდეებით.
2) არ ვცხოვრობ გამუდმებით ფიქრით ,,ნეტა წარსულში დაბრუნება შემეძლოს".
3) არ მესმის ადამიანების ,,ხელი ჩავიქნიე“...
4) სტრესიდან დაღწევაში ისევ ჩემი საშინელი სიჩუმე მეხმარება ,,სიმღერის დროს" არც მოუქნელ ცეკვაზე ვამბობ უარს.
სიტყვის ბოლოს კი გეტყვი:
გაიღიმე გიხდება!
**

ვიწყებ_ სმარტფონით.
ვეძებ_ ადამიანებს.
მჭამს_ ტკივილი...
ვკარგავ_ ცალ საყურეს.
მიკვირს_ ადამიანების ,,არაფერი შემიძლია".
უარვყოფ_ ტყუილს.
ვინახავ_ ნივთებს ძვირფასი ადამიანებისგან.
ვივიწყებ_ ადამიანებს, ვინც იმედი გამიცრუა.
ვმალავ_ ბევრ რამეს.
შემიძლია_ ღიმილი მაშინაც, როცა ამ ყველაფრის უკან ქაოსია.
მიხარია_ ოჯახი.
მენატრება_ ჩემი ადამიანი.
მიყვარს_ ყველა ,ფერი'...

**
ალბათ ხშირად გიფიქრია: ,,დამიბრუნე ჩემი თავი უწინდელი". არადა საკმარისია ერთი პატარა ნაბიჯი და შენც შეგიძლია გახდე იმაზე უკეთესი ვიდრე იყავი. საკმარისია გაიღიმო და დღე უბრალიდ კარგი განწყობით დაიწყო.
მე სულაც არა ვარ გიჟი... თუ დღეს მაღალი მუსიკით და არც თუ ისე სახარბიელო მოძრაობებით ვიწყებ. (ჩემი ჭკუით ეს ცეკვაა) ვიცი ულამაზოა, ვიცი შეიძლება არ გამომდის,
მაგრამ ეს მჭირდება.
მჭირდება იმისთვის, რომ დღე ახალია შემართებით,
ახალი სურვილებით დავიწყო.
ჩემი ყოველდღიურობა არასდროს არ გავს ყოველ მეორეს.
ყოველჯერზე ვფიქრობ, რა გავაკეთო იმისთვის რომ დღე უკეთესობისკენ შეიცვალოს.
_ როგორ აგროვებ ამდენ მოგონებას? მე ეს არ შემიძლია.
სინამდვილეში კი ამისთვის ბევრი არაფრია საჭირო.
მე შეიძლება სულაც ყურსასმენები გავიკეთო და ფოთლიან ქალაქში ვიარო ფეხით.
ასე შეგრძნებები უფრი მიმძაფრდება.
ასე სიყვარულის,
ურთიერთობების,
ყველაფერი კარგის მჯერა.
მე თუ შემიძლია უაზროდ ვიარო და გადავუღო სურათები ,,შეშლილ ფერფთა გამას". ეს შენც შეგიძლია...
და თუ შენს ფოტოალბომს დაემატა კიდევ ერთი სურათი.
დამიჯერე, ეს კიდევ ერთი მოგონება გახდება შენთვის.


**
თბილისში უკვე ერთი კვირაა წვიმს. განა არ მიხარია?
პირიქით, უფალო მადლობა კიდევ ერთი დღისთვის.
თუმცა მეფიქრება...
სად დააგროვა ზეცამ ამდენი დარდი?
ხო დარდი.
ყოველთვის მეგონა, რომ დარდს ნაცრისფერი ღრუბელი იტევდა.
საკმარისი იყო ერთი ბეწო ქარის ამოვარდნა და მაშინვე გასკდომას იწყებს.
თითქოს დიდი ხნის დაგროვილ სათქმელთან ერთად დაცლის და მერე...
დაღლილს წითელკაბიან გოგონას ქოლგაზე იპოვის შვებას.
ალბათ რამდენმა დაიწყო დილა შენი განწყობით.
ალბათ რამდენჯერ მოისურვა მარტო დარჩენა მხოლოდ იმის გამო, რომ გაეხსენებინა ადამიანი, რომელიც დღეს მის გვერდით აღარ არის.
ალბათ ახლა...
წვიმებთან ერთად ეს მონატრებაც როგორ გამძაფრდა.
როგორ მოსწყურდა დედას ერთადერთი შვილი გულთან მიეკრა.
უნდა... ეს ყველაზე მეტად უნდა, თუმცა რას იზავს როცა დღეს მათ კილომეტრები ასე აშორებთ.
ალბათ რამდენმა ინატრა:
_ ნეტა მოვა?
ის, განცა რომ გამუდმებით ვიღაცას ელი
ესაც ასეთ დროს ხდება.
არაფერია... არაუშავს.... გამოიდარებს....
**

ოქტომბერია.
სულში სულ სხვანაირად აცივდი.
სულ სხვანაირად მომინდი. ახლა, სიამოვნებით შენს ფერებთან ერთად ვიმოგზაურებდი.
თითქოს სხვანაირია შენი ხასიათი
წვიმიან ამინდში.
შენთან ერთად, საცალფეხო გზის ავლაც სხვანაირი გახდა.
მოგონებები...
მოგონებები, ეჰჰ სულის ზედაპირზე ამოტივტივდა.
ის ჩახუტება,
ამბორი,
ცეკვა,
ყვირილი ბოლო ხმაზე.
ეს ყველაფერი კი მაშინ ხდებოდა, უწინ...
ახლა,
ოქტომბერო რას მეტყვი მათზე:
სად არიან?
კარგად თუ არიან?
ნეტა თუ ხვდებიან, როგორ მომენატრნენ...
ეჰჰ ოქტომბერო, შემოხვედი და ჩემში ისევ გააღვიძე ყველაფერი წმინდა რაც გამაჩნდა.
წვიმის წვეთებით გაჟღენთილი ფოთოლი კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ რაღაც დასრულდა
და რაღაც ახალი ახლა იწყება.
სულაც რომ ღაპაღუპით დაიცალოს ზეცა ამას უკვე ვერაფრით შეცვლი.
ოქტომბერო შემოხვედი და სულში ისევ სხვანაირად აცივდი.

**
საიდან დავიწყო?

მოდით სულ თავიდან დავიწყებ.
ადამიანი ყოველი დღით უნდა პოულობდეს რაღაც ახლს, უნდა შეეძლოს წვრილმანებით ტკბობა.
8 რიცხვში დავიბადე და ახლა მოგიყვებით დღეს, რომლიც ჩემთვის კიდევ ერთი ლამაზი და დასამახსობრებელი გახდა.
8_ში მზიანი დღე გათენდა.
თვალის გახელა და თვალების სახის მისკენ ამართვა ერთი იყო. თვალები მჭიდროდ დავხუჭე, მადლობა გადავუხადე უფალს კიდევ ერთი დღისთვის და შემართებით შევუდექი სამზადისს.
განსაკუთრებულობით დიდად არ გამოვირჩეოდი თუმცა ,,კრეატიული" ვარცხნილობა მოვირგე და წავედი იქ, სადაც სულიერ სიმშვიდეს მოვიპოვებდი.
დილის საათებში ,,მიკრო ავტობუსის" მოლოდინიც რომ ტკბილი იყო.
იმ ჟრიამულის მოსმენაც
ასე მოულოდნელად რომ ელოდნენ მოგზაურობას.
ახლა გავთავსდით ავტობუსებში და წავედით იქ, სადაც საქართველოა.
იქ, სადაც ჩემი მიწა ყვირის
მოდით!
მომხვიეთ მკლავი და თქვით, რომ ჩემი შვილები ხართ.
მითხარით: რომ არასდროს, არასდროს დავმარცხდებით და კიდევ შევძლებთ ბრძოლას.
გზად შევისვენეთ პირიც ,,ენერგეტიკული სასმსლით" ცოტაც გავიგრილეთ.
პირველი სანახაობა რაც იყო ,,ჯანდარის ტბაა".
(ჯანდარის ტბა საქართველოს და აზერბარჯანის საზღვარზე მდებარეობს. აქ შეხვდებით ჭაობის მცენარეებს: ძირითადად ლელი და ლაქაში. ალაგ-ალაგ გვხვდება ჭალის ტყის ფრაგმენტები, სადაც ძირითადად ვერხვი, ტირიფი და იალღუნია წარმოდგენილი.)
ბევრიც ვიცინეთ...
ბევრმა ისიც ვერ გაიგო სად ვიყავით, ან იქ რა გვინდოდა.
თუმცა ეს ყველაფერი უნდა გაგვევლო, რომ მერე ამ დღეზე ბევრი გვესაუბრა.
სწორედ იქ მოხდა ტურის საერთო ფოტოს გადაღებაც.
ამხელა ერთობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვიხილე და ვიფიქრე კიდეც რომ ყველაფერმა ცუდმა გადაიარა და რაც დღეს ხდება ეს არის რეალობა.
რეალობა:
ჩახუტება... და არა -- ერთი მეტრის დაშორება.
ხელის ჩამორთმევა... და არა -- მუშტებად მისალმება.
მისი ღიმილის დამახსოვრება... და არა ___ თვალების.
ეს ყველაფერი მჯერა, მალე დაბრუნდება და აღარ გვექნება შიში იმისა, რომ მეც გავხდები ავად.
ახლა გავაგრძელეთ გზა.
ფანჯრიდან თითქოს ვცდილობდი რაღაც ლამაზი დამენახა. მომწონდა მწვანე ფერდობი ის სიწყნარე და მარტოსული ხეებიც ლამაზი იყო.
ალბათ რამდენი წელია ეს ყველაფერი არსებობს და ეს მე,  8_ რიცხვში ვიხილე.
ფეხით სიარული ძალიან მიყვარს. სწორედ მაგ დროს შემიძლია დავტკბე იმ ყველაფრით რაც ჩემს გარშემოა.
თუმცაღა თითქოს ჩემ მდგომარეობამ ვერ შემიწყო ხელი. ახლა აქ ამაზე ნაკლებად მინდა ვისაუბრო.
მაოცებდა ველური ყვავილებით მოჭედილი მინდორ-ველი.
მაოცებდა უსწორმასწორო ბილიკი, რომელიც წლების წინ ჩვენმა ერმა შექმნა.
მაოცებდა გამოქვებულები...
წარწელებიც ვნახე, თუმცა ვერ მივხვდი რატომ იყო გამოქვაბულის კედელზე წარწერა მხოლოდ რუსულ ენაზე?
ახლა ,,დავით გარეჯი" უნდა გენახათ როგორი საოცარი იყო.
ჩვენი მიწა-წყალი.
ვეფერებოდი ტაძრის ყველა ფრესკას, კედლებს და კიდევ უფრო ვიამაყე, რომ მქვია ქართველი და კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ ეს ჩვენია, ჩვენი შექმნილი.
უფალს შევთხოვე გამთლიანდეს ,,დავით გარეჯი" ისევ ისე როგორც იყო და ყველაფერი ცუდი უკან მორჩეს.
კიდევ ბევრი ვესაუბრე საკუთარ თავს.
აი ამ დროს ადამიანს არც ემოციები მოეკითხება და არც ჭკუა.
გგონია რო რამე გამომრჩა?
არა მე არასდროს არაფერი მავიწყდება, რადგან 8 რიცხვში ბევრმა ლამაზმა და კეთილმა ხალხმა კიდევ ერთი ლამაზი დღე მაჩუქა.
,,ფერადი უდაბნო"
ეს იყო რაღაც სასწაული. ფრენა რომ შემძლებოდა ალბათ გადავუფრენდი და ვიყვირებდი. ,,რა ლამაზი ხარ შე დალოცვილო!"
მეგობარმა დაიჟინეს: -წამო, ცოტა ქვემოთ ჩავიდეთ.
ფერდობი არც ისე ღრმა და საშიში იყო, თუმცა ჩემი ამბები რო ვიცი მაინც ფეხს ვითრევდი.
არ მინანია...
ფეხი, როგორც კი უდაბნოზე დავდგი მივხვდი, რო ყველაფერი ცუდი ჩემში გაქრა.
გაქრა ტკივილი,
შიში
და კიდევ უფრო თავისუფალი გავხდი.
ასეთ დროს კიდევ დავხუჭე თვალები და მხურვალე მზეს სახეს ვუშვერდი. არ ვიცი რატომ?
ალბათ ვანახებდი იმ ყველაფერს რასაც მე განვიცდიდი.
ახლა ჭამის დროს იყო და ვეძებდით შესაფერის ადგილს.
ზოგმა ადგილი დაიწუნა
ზოგს ისე შიოდაა მაგასაც აღარ აკვირდებოდა.
განა როცა ამდენი ახლგაზდა ვართ ადგილს მნიშვნელობა აქვს?
თინაიჯერებმა გემრიელად მიირთვეს და ცალკე მოსალხენად გადაინაცვლნენ.
ჩემი ასაკის ახალგაზრდები კი ალკოჰოლს მიუსხდნენ და ,,საქართველოზე" დაიწყეს ბაასი. იქ სიყვარულზეც შეისვა სადღეგრძელო. არც მეგობრობა გამორჩათ და არც იმ ტურის სადღეგრძელო, რომელმაც ეს ლამაზი დღე შექმნა.
ასეთ დროს ტკობობა და თვარიელაბა მიყვარს. გოგო-ბიჭების ცეკვასაც გავყურებდი და ჩემ მეგობრებსაც არ ვანებებდი თავს, თუმცა იქ იყო გოგონა ვისაც დავავლე ხელი და ვუთხარი:
_ მე ახლა ფეხზე გავიხდი და ფეხშიშველი გავივლი მინდორს.
ახლა ამანაც მიშველა გრძელი გზის შემდეგ ეს სრული ნეტარება იყო ჩემთვის. ეს არ მკმარა და ზურგით დავეშვი მიწას. სახე ცას შევუშვირე და ლამაზ გოგონასთან დავიწყე ჩემ პრობლემებზე წუწუნი.
ეს ლამაზი გოგონა ციდან მოვლენილ ვარსკვლავს გავს, რომელმაც ჩემი გაბედნიერება მოახერხა და გადმომცა სამაჯური, რომელიც ვატყობ ჩემი თილისმა გახდება.
გულიდან ამოვიღე თითქოს სათქმელი და ჯერ მეგობრებს გადავავლე თვალი შემდეგ გოგო-ბიჭებსაც შევუერთდი ცეკვა-თამასში. ეს იყო და გაისმა.
_ სახლში ვბრუნდებით!
თითქოს ერთიანად ჩამოვყარეთ ყურები.
ო, ადამიანო!
ასეთ დროს როგორ ეჭიდები ყოველი წამის მეთედს.
არ გინდა დასრულდეს...
გინდა განმეორდეს
ოღონდ არ დასრულდეს.
კიდევ ერთი ბედნიერი
8_ რიცხვი დასრულდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ყოველი დღე განსაკუთრებულია.
თხრობის ბოლოს კი გეტყვით გიყვარდეთ და გაუფთხილდით ერთმანეთს!
2020 წელი 8 მაისი

**
ღამეა.
ახლა ისევ მომინდა მოვყვე შენს შესახებ.
მინდა ღამეს ვუამბო თუ როგორ დაიწყო ყველაფერი და მერე კვლავ, როგორ მიეცა თავდავიწყებას.
მოუყვები ჩემს ბავშვობას.
მოვუყვები, საიდან მახსოვს შენი პირველი გამოხედვა.
მოვუყვები, როგორ იზრუნე ჩემზე პირველად.
მთვარეს ვეტყვი, როდის გახდი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მერე, როგორ მინდოდა შენით მეამაყა.
ვარკვლავებს დავარწმუნებ, რომ დღეს შენ ხარ ის, ვინც მინდა რომ ახლა აქ იყოს.
ახლა, როგორც არასდროს ამ ღამეს გავუმხელ იმ სიძნელეებს, რასაც შენს გარეშე ყოფნა ქვია.
ხო, გავუმხელ და ეს როგორც წესი ჩემს თავდაჯერებულობაში არ შედის.
ასე თუ გავაგეძელე...
გამოდის, რომ შენს გამო თავდაჯერებულობასაც გადავაბიჯე.


**
_ ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის შემოვიტოვე. აბა, გისმენთ: კურიერს რა აქვს ჩემთვის ახალი და საინტერესო?
_ ფინალი.
_ არა, ფინალის წაკითხვას ჯერ არ ვაპირებ.
_ გამოდის, რომ ეპიზოდებიც ბევრად საინტერესო იქნება.
_ სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია.
_ ვბრუნდებით?
_ კი, მალე ,კურიერი და ლამაზმანი' ბრუნდება!
**
_ შემდეგი!
_ მისის ჰენელ, რა პატივია შენთან შეხვედრა.
_ მოდით გოგოებო, რამეს ხომ არ დალევთ?
_ ყავას კი დალევდა ახლა კაცი...
_ ორი კაპუჩინო მოუტანე გოგოებს. მაპატიეთ, მე ვერ დაგეწვევით. ახლახანს დავლიე და როგორც წესი მე ყავას არ ვსვავ.
_ არადა ყავის გარეშე ქალის ცხოვრება მე არ წამომიდგენია.
_ ხო ლიზა, მე მაინც და მაინც ვერ მივიხიბლე ყავით.
_ ახალ ეპიზოდებში, მარტო ჩვენ ვიქნებით?
_ გვანცა, გათვლილია, რომ ახლებიც დაგვემატებიან, თუმცა მალე მონიკა და ნუცაც შემოგვიერთდებიან. აი, ისინიც.
_ გვანცა, ლიზა როგორ ხართ გოგოებო?
_ კარგად, გამიხარდა თქვენი ნახვა. ნუცა, რამხელა გოგოა უკვე.
_ მოკლედ გოგოებო, გვანცას ხაზი ისევ გაგრძელდება.
_ იმედია დევიდისთან ერთად.
_ გვანცა, ეგ ჯერ არ ვიცი. სიუჟეტი გვიჩვენებს მაგას. ახალი ეპიზოდებიდან ნუცას ცხოვრება გაცილებით აქტიური იქნება.
_ მისის ჰელენ, იმედია ხაზგასმით ჩემს სწავლაზე იზრუნებთ და არა ჩემს რომანებზე.
_ ნუცა, აიღე ხელში პიესა და წაიკითხე. ახლა თუ კითხვები აღარ გაქვთ დაიშალეთ და ერთმანეთს ახალ ეპიზოდში შევხვდებით.
_ მე მაქვს კითხვა.
_ გისმენ მონიკა.
_ გიგი იქნება ახალ ეპიზოდებში?
_ კი, შესაძლებელია ეგეც გამოჩნდეს. როგორც წეღან ავღნიშნე ყველაფერი სიუჟეტის განვითარებაზეა დამოკიდებული.
_ ნახვამდის, მისის ჰენელ.
_ ნახვამდის!
**
იცით რანაირია?
მზერა აქვს, მაშინვე კოცნას მოგანდომებს.
სურნელი აქვს, მაშინვე ჩახუტება გინდა.
შეხება აქვს, ეგრევე გეკეტება.   
**
,, Love?
Maybe it's like a spring,
Maybe it's hot like an August
Maybe it's changing colors like an autumn,
or maybe it's a pure and white like a winter".
,,სიყვარული?
იქნებ ეს გაზაფხულს გავს,
იქნებ აგვისტოსავით ცხელია,
იქნებ
შემოდგომასავით იცვლის ფერს
ან იქნებ
თოვლივით წმინდა და თეთრია".
მწერალი: ელენე ნადირაძე
თარგმნა: მარიამ გავაშელაშვილმა

**ხშირად მეუბნებიან:
_ ელენე შენი არ მესმის.
ზოგჯერ იმასაც ვერ იგებენ, რას წერ...
ვინ წერს და არის თუ არა ის, ელენეს ხელწერა.
საკმარისი მარტო თმის ფერი არ აღმოჩნდა.
ანდა კარგი ლუქი, რომელსაც საღამოს ვახშმისთვის შევარჩევდი.
არა, ეს საკმარისი არ არის და დიახ!!!
მე ვიცვლები...
მე შემიძლია, ნებისმიერი ადამიანის ენის დავწერო და გადმოვცე სათქმელი.
მე შემიძლია, ერთ დღეში შევქმნა ათამდე პერსონაჟი და დავამტკიცო თითოული რას განიცდის.
მე მათ გრძნობებზე ხმამაღლა შემიძლია ვილაპარაკო.
ერთი შეხედვით ეს ყველაფერი სიგიჟია, მაგრამ საინტერესო პროცესია.
**
,, სასწაული იყო ჰავაი. ქუჩაში, მაღაზიაში, რესტორანში ყველა გიღიმის, გელაპარაკება, გეკითხება როგორ ხარ. ამინდიც ხელს გიწყობს, რომ კარგი დრო გაატარო და ბედნიერი იყო. ჰავაი ჩემთვის ერთ დიდ ფერად ცისარტყელასთან ასოცირდება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ყოველდღე უამრავჯერ ვხედავდით ცისარტყელას და შემდეგ იმიტომ, რომ ყველა ცისარტყელასავით ფერადი და მომღიმარია".

,,კურიერი და ლამაზმანი"
**
განა რატომ კვდები ადამიანო?!
ხედავ სინათლეს?
დაღამებასაც ხო ელოდები?
მთვარის შუქსაც თუ ხედავ ბედნიერი კაცი ყოფილხარ მაშინ.
ნეტა ახლა მაინც ხვდები, რომ ცოცხალი ადამიანი ხარ?
ჭირსაც წაუღია დარდი...
ნუღა იდარდებ,
იმ ქალზეც
გამთენიისას თავთან, რომ დაგიტოვა ბარათი.
განთიადს მზემ თუ შეგაწუხა. ნუ აყვირდები ის ნიშანია, იმისა რომ ცოცხლი ხარ და სხვა ყველაფერი წარმავალია.
ნურც ხმაურიან ქალაქზე გაბრაზდები, რადგან ეს შეიძლება მე ვერ გავიგო.
ადამიანო, ისწავლე ყოველი წამის დაფასება და მიხვდები, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ.
**
,,მე და შენ“
დავხატეთ უკვდავება.
დავხატეთ, როგორ უნდა უყვარდეს ერთს მეორე.
დავხატეთ მზრუნველობა.
დავხატეთ ცა,
ვარსკვლავებით მოჭედილი.
,,მე და შენ“
,,შენ და მე“
ფრენა არამქვეყნიური დავხატეთ...
კოცნა დავხატეთ დაუსრულებელი და ბოლოს...
შეშლილი დასასრულიც დავხატეთ...


პირველი ნაწილის დასასრული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები