ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2023


შიში

გამარჯობა .მე  კონორი  ვარ,ლაბრადორის  ჯიშის  ძაღლი, თბილი და ცნობისმოყვარე.
ვცხოვრობ ბეტონის კედლებით  შემოსაზღვრულ ეზოში .
გარეთ  არავინ  მახედებს,მაწანწალა  ძაღლები  არიანო.
პატარა ჭუჭრუტანიდან  ვაკვირდები ყველაფერს.
გუშინწინ გულმა  აღარ მომითმინა ,ეზოდან  გავიპარე. ბევრი ვიცელქე,ვიყეფე,ვიხმაურე..
ერთი ბიჭი პიტბულს მოასეირნებდა,უცებ ხელიდან გაუსხლტდა და  გოგონებს დაეძგერა.კივილზე  პოლიცია  მოვარდა ,
ძაღლი  ვერაფრით  დააშოშმინეს ,მოსაკლავი გახდა. 
ყველას შეგვეშინდა: ძაღლებსაც  ,ადამიანებსაც ....
ყვიროდა  ხალხი:
,,გაუკეთეთ ალიკაპები ამ წყეულ ძაღლებს!,,
მე უხმოდ  გავიძურწე  ,სახლისკენ გავიქეცი .
ბინდდებოდა , როცა მეზობლის  ეზოდან კივილის ხმა  გავიგე .ქალი კიოდა, გავიჭყიტე ისევ ჩემი  საიდუმლო ჭუჭრუტანიდან  და დავინახე, 
როგორ გამოვარდა  კაცი ,ხელში  სისხლიანი დანით.
მაწანწალა ძაღლები ყეფდნენ :
,,გაუკეთეთ  ალიკაპები ამ  წყეულ  ადამიანებს! ,,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები