| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 16 მაისი, 2023 |
გათენდა, რა მოხდა, ალბათ მზე ამოვა, ყვითელი ბურთივით და სხივებს მოაფენს სამყაროს, იქნება ქალაქად ბურუსი და კიდევ ივლიან ცალცალკე ან ერთად წყვილები, როგორც ეს ყოველთვის, რა მოხდა იტყვიან, რადგანაც სულ ასე ფიქრობენ, დღიური ცხოვრებით ცხოვრობენ, ნაბიჯებს უსწოროს, ვინ იცის მიზანი ვერ უგებს და სევდა უბიწო შეერთვის,
გათენდა, რა მოხდა, ვერასდროს ვიფიქრებ, რადგანაც ერთი დღე თუ კიდევ მომეცა, ეს ზეცა, ეს მიწა მადლს იღებს ჩემდამი და არ მაქვს უფლება, დროს არ ვცე პატივი, იყო და იარო წვიმებში და ქარში, გრიგალში გადარჩე, სიცოცხლე კი შენთან კვლავ დარჩეს, გადადგა ნაბიჟი, წაიქცე, წამოდგე, სულ ახლოს არავინ არ არის, არ არის მარტივი,
გათენდა, მოლოდინს არა აქვს საზღვარი, მიზანი, სურვილი უსაზღვრო, ეს არის მთავარი, აინთო, აცურდა მზე სხივით მავალი, ზეცაზე, სიცოცხლე გრძელდება, დიდია სავალი, ხეთა რიგს შევყურებ, მივყვები, არ უჩანს გზას ბოლო და მივალ და მივალ ალალი, მართალი, ჩამივლის ურდოთა ენოვან საუბრით, წყვილები და და ვფიქრობ, სად არის ქართული სარკაზმი,
ბნელდება, გონება ატეხავს პანიკას და ძალა არ შემწევს, სიმშვიდე ვაუწყო, ქართული მარცვალით, მირაჟი, თუ არის სიზმარი, ტკივილი სულს ტეხავს პატარა ნამცეცებს, იცინის, ყრუ მამინაცვალი, და აი ივსება სამოთხის ფიალა, სიცოცხლეს ძალა აქვს აქ აურაცხელი, ფეთქდება სამყარო, დგას მხოლოდ ქართველი, კავკასის მთებია, პირველი ანბანით, მეტყველი, პირველი მარცვალით,
გათენდა, სამყარო მეტყველებს ქართულად, დაიწყო სიცოცხლის ახალი ეტაპი, სწავლება საუბრის, მიმიკის გარეშე, გათენდა, ეს ჩვენ ვართ, ქართველი ერი და ქართული ანბანით, ქართული სიტყვით და ქართულ ელ–ფერით, და მოაქვს თაობებს ინტელექტნაღვაწი, სამკალი და ვაზი, მზეკაბანს ამაგი და სავსე ამბარი, სამგზისი თავთავით, და ვმეცნიერობდით, და ვმეცნიერობდით, და ვმეცნიერობდით, ძვირფასო, ჩვენს გენს და ჩვენს ერს, რომ შეგვფერის...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. და კიდევ , ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ რა სიმაღლიდან იყურება და როგორი ხედვა აქვს.... და კიდევ , ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ რა სიმაღლიდან იყურება და როგორი ხედვა აქვს....
5. ასეა, ყველაფერი იცვლება მუდმივად და ამავდროულად, ხელოვნება თავად უკვდავებაა... ძვირფასო ასეა, დასაბუთებადია ყველაფერი... ასეა, ყველაფერი იცვლება მუდმივად და ამავდროულად, ხელოვნება თავად უკვდავებაა... ძვირფასო ასეა, დასაბუთებადია ყველაფერი...
4. ყველაფერი მეუცნაურა, განსაკუთრებით სამყარო რომ ქართულად ამეტყველდა.
ყველაფერი მეუცნაურა, განსაკუთრებით სამყარო რომ ქართულად ამეტყველდა.
3. მოგესალმებით, საუკეთესო სურვილებით, მაინც რა გეუცნაურათ, მინდა ვიცოდე, ტუ შეიძლება, მოგესალმებით, საუკეთესო სურვილებით, მაინც რა გეუცნაურათ, მინდა ვიცოდე, ტუ შეიძლება,
1. ესეც ექსპრომტი ჩემგან მიზეზ_ –შედეგობრიობიდან გამომდინარე
გაციებულა ეს კ ე რ ა სრულად ავტ: ნექტარი
აქ სიცივეა, ისე სიცივე, იანვრის თვეში მთაში რომ იცის, მხოლოდ დღე–ღამე არც აქ შეცვლილა, ფერით რომელიც მსგავსია ციცრის, არაფერია გასაკვირვალი, ნაკუწნაკუწად მცოცავი ფიქრის, რადგანაც ხშირად წვიმს და წვიმის ხმა ნემსის წვერივით ქვაფენილს წიწკნის, მე ვარდობის თვის ვარ მადლიერი ქარი კი იწყებს ქროლვისას წიწინს, ფიქრები ამ ბნელ კუთხეს სცილდება და სადღაც ახლოს სირცხვილით იწვის, ესეც ექსპრომტი ჩემგან მიზეზ_ –შედეგობრიობიდან გამომდინარე
გაციებულა ეს კ ე რ ა სრულად ავტ: ნექტარი
აქ სიცივეა, ისე სიცივე, იანვრის თვეში მთაში რომ იცის, მხოლოდ დღე–ღამე არც აქ შეცვლილა, ფერით რომელიც მსგავსია ციცრის, არაფერია გასაკვირვალი, ნაკუწნაკუწად მცოცავი ფიქრის, რადგანაც ხშირად წვიმს და წვიმის ხმა ნემსის წვერივით ქვაფენილს წიწკნის, მე ვარდობის თვის ვარ მადლიერი ქარი კი იწყებს ქროლვისას წიწინს, ფიქრები ამ ბნელ კუთხეს სცილდება და სადღაც ახლოს სირცხვილით იწვის,
|
|
მონაცემები არ არის |
|
|