მაინც ძალ-ღონეს ვიკრებ და ვყვირი: შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე! ფრანსუა ვიიონი <><><> ვეღარ გიმტკიცებ ჩემ სიყვარულს, რადგან ფაქტები საპირისპიროდ მეტყველებენ მკაცრად ,ჯიუტად . უაზრობაა ახლა ჩემგან დითირამბები , რადგან დამტოვა ქრისტემ, ხოლო სულში იუდა- ჩასახლებული- მინდა, მოვკვდე ,სადმე ჩავძაღლდე, მაგრამ არ მინდა, ამ სიკვდილით გავნოთ გარშემო- მყოფებს ,მეგობრებს ,ნათესავებს,ვისაც გადარდებთ- გთხოვთ მაპატიეთ, მაპატიეთ , ტკბილო ბავშვებო . გთხოვთ , მაპატიეთ ეშმაკს წყლით რომ გავუმასპინძლდი , რომ ვახარხარე ,რომ ვაცინე და თავაშვება ვაქციე ნორმად ,სამწუხაროდ , ვხედავ ამ სიგრძე ქუჩაზე მხოლოდ ერთი ძაღლი მეთამაშება . ხოლო კაცები არ მაგდებენ,ალბათ, ძაღლათაც , ასე გრძელდება ,როგორც კინო ,ჩემი ძაღლური ცხოვრებაც...დღესაც უჩვეულოდ მალე დაღამდა, ჩამოვაფარე ფარდები და დავიმსახურე , რომ სიმარტოვეს შევწოლოდი ცივს და ნესტიანს , ღამის ორია, გაჰკივიან გარეთ ბუები . შეციებული ვზივარ თოკზე ,როგორც მესკია , და ჩამოქცეულ ბუდეს ვვარცხნი ...არ ვეპუები ამ ქარტეხილებს და ხევიდან ამოძახილებს , რა ხმაურია ? რა ქარია -გაუხედნავი. თითქოს ძაღლები მიათრევენ სტეპში მარხილებს და ერთ მათგანზე განისვენებს ჩემი ცხედარი . ვეღარ გიმტკიცებთ ამ სიყვარულს ,გზად ნარიანი აღმართებია , გოლგოთები , ჯოჯოხეთები . შემხვდება, ალბათ, გზაზე უცხო ადამიანი, მკითხავს, მგლის კვალზე ღამე რატომ დავეხეტები ? აღარ მომდევენ ავადმყოფი ,,მუხლი მგლისანი ,, და მთვარეც გდია -გადღაბნილი ,როგორც ნახატი . მოდი,ერთხელაც ! იყოს , თუნდაც, უხმო სიზმარი და კიდევ ერთხელ ,შენი თავის ღირსი გამხადე .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ამ ლექსის ინსპრაციის წყარო ალბათ ფრანსუა ვიიონი იყო, რა პოეტურად სუნთქვას აქ ყოველი სტრიქონი... ამ ლექსის ინსპრაციის წყარო ალბათ ფრანსუა ვიიონი იყო, რა პოეტურად სუნთქვას აქ ყოველი სტრიქონი...
6. რა საინტერესო ლექსია. ფრიადი
რა საინტერესო ლექსია. ფრიადი
5. კარგი ლექსია, კარგი შესრულება ერთი ნაკლი რაც აქვს, განწყობაა გამიხარდება თუ ეს ნაკლი აღარ იქნება მომავალ ლექსებში
ლექსს და ავტორს 5
კარგი ლექსია, კარგი შესრულება ერთი ნაკლი რაც აქვს, განწყობაა გამიხარდება თუ ეს ნაკლი აღარ იქნება მომავალ ლექსებში
ლექსს და ავტორს 5
4. მთელი ამბავი ამ ლექსისა აი ეს არის-და კიდევ ერთხელ ,შენი თავის ღირსი გამხადე .
მთელი ამბავი ამ ლექსისა აი ეს არის-და კიდევ ერთხელ ,შენი თავის ღირსი გამხადე .
3. საინტერესო კომენტარებია :) მადლობა <3 საინტერესო კომენტარებია :) მადლობა <3
2. ზოგჯერ მძულს ხელოვნება, რომელიც ასე მდიდრდება ადამიანური ტრაგედიების ხარჯზე 5 ზოგჯერ მძულს ხელოვნება, რომელიც ასე მდიდრდება ადამიანური ტრაგედიების ხარჯზე 5
1. ვაა, რა ნაცნობი განწყობაა ))) თქვენ რომ არ დაგეწერათ, მე დავწერდი ოდესმე. +5 ვაა, რა ნაცნობი განწყობაა ))) თქვენ რომ არ დაგეწერათ, მე დავწერდი ოდესმე. +5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|