ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2023


ფანტომი

მე  ტბასთან მივედი ,უძირო ტბის
მწვანე  ბალახზე მივეგდე -
დაღლილი სმით და  უძილობით ,
უსასოობით ,უიმედოთ...
ბილიკი იყო ეკლიანი ,
ცა -ჩემი  ბოლო იმედი !-
სად ბაცი  მთვარის  ანარეკლი
იკარგებოდა ღილივივით .
იმ ერთი  ფეხის  დაცდენიდან
შენი ღვთიური  ღიმილი
აღარ მინახავს  და სცენიდან
გამქრალი ჟივილ-ხივილით
დასრულდა  ჩემი პოეტობა ,
აღარ  ვარ  ის , ვინც  ვიყავი .
როცა  უშენობა მომედება,
შენი მისამართი  მითხარი .
გამიღე  წარსულის კარიბჭენი ,
შემიშვი ,როგორც ტურისტი .
ჩემი უღმერთო  თავისთვის და
მერე შენი ღვთის გულისთვის .
მე  ჩემი ტყვიით  დავიჭერი,
მე  ჩემი  თავი მოვიკალ.
მიხსენი, რადგან  თვითმკვლელობა
სისულელეა მორიგი .
ვიხსენებ  ,
თავს რომ  დავიგულებ
მარტო,
შემდგარი  კბოდეზე,
ყველა იმ პატარა თაიგულს,
რომელიც გაჩუქე  ოდესმე.
და როგორც  უსინათლო მონტესკიე,
დაგეძებ ხელების ფათურით.
ცხოვრება დაცინვაა, 
გროტესკია,
ხანაც მარტივი  და  ხან  რთული.
როგორ უმოწყალოდ დაგვაშორეს,
როგორ  გაგვყვეს და გაგვთიშეს,
დაგვტოვეს იმ ორ მთათა  შორის,
ერთმანეთთან რომ არ მივლენ.
და ჩემი  ჭრილობიდან,
სხვათაშორის,
არ ჩამოურეცხავთ მარილი.
შენი თვალები ეკლებია,
მე დამიკოცნია  ისინი.
მერე  მილოკია  ბაგეები
თითზე  დადენილი სისხლივით.
როგორც  ოქროსფერი  კარამელი,
მზერით  მიჭამია შენი თმა.
შენი სხეული მკვდარი არი,
გავძერწე ათასი  ფანტომი.
ჩემს  გულზე ქუსლით გაიარე,
ცაში გაფრინდი და  დამტოვე.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები