| ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 16 მაისი, 2023 |
ნინო დარბაისელი
ჰიმენე*
გახსოვს? - შორეულ ანტიკაში, შენს მოლოდინში დურგლები ჭერს რომ აზიდავდნენ და ქალწულები თეთრ სამოსელზე ფერად სარტყლებს შემოიხვევდნენ, ზედ აისხამდნენ სამკაულებს და გიმღეროდნენ, ჰიმენეო! მეფე-პატარძალს შეუძეხო საწოლისაკენ, და ბედნიერი თანაყოფა, მუცლადღება არ მოაკლოო. განარიდეო შეგმანვა იგი უკუნელთა, ჰიმენე, ჰიმნებს გიმღეროდნენ ხმაშეწყობილად, როგორ ხარობდნენ, ნეტარებდნენ წარმოსახვებით! ზოგი ტუჩსაც რომ მოიკვნეტდა, ეს რა ოხრობა მემართება, ნელსაცხებლებით ტანდაზელილს რამ შემაცია, რა ჟრუანტელმა დამიარაო, ვეღარც სხვებივით ვეღარ ჟღერდა და ჰიმნით ხმობას ეთიშებოდა… ზოგი, ო, ზოგი მაინც როგორ სხვანაირია!
ჰიმენე, გესმის ჰიმენეო?! ღმერთი იყავი, ყველა ქალისთვის სანატრელო, დაქალებამდე - სანუკვარი სიზმრის ახდენავ, რა დაგემართა! რომ ასეთი ცხოველი და ნადირი გახდი, მხეცი გახდი? ტანთ შემოსილხარ, (ანუ ძალიან განძარცვულხარ) და პოზირებ პოზირებისთვის, თავს უღიმი თუ საკუთარ თავზე გეღიმება?
ვინც მღერის, განა ემღერება ყველას, ჰიმენე! ვინც ცეკვავს, განა ეცეკვება ყველას ჰიმენე! ვინც კარგობს, განა ყველა მართლა ისე კარგია,! ვინც ახლა ხარობს, განა მერეც გაუხარდება! ციკუტას შხამი - ამბროზიის თასშიც ასხია, ერთი ღამე გვაქვს სანეტარო, ისიც - სხვისია, გესმის, ჰიმენე?
ერთ კაცს ვიცნობდი, შენ გებრძოდა თავგამეტებით და ის, საჯაროდ ხმლისა მქნეველი ერთხელ კალთაში ამიტირდა, როცა ერთ დღესაც მისი ასული მიატოვე, გესმის, ჰიმენე? და მე ვიხილე, რანაირია უღონობით მამაკაცის სასოწარკვეთა.
გვტოვებ, მიდიხარ , შენს ნაფეხურზე სისხლისფერი ვარდები რჩება. და ვინაა წამომკრეფავი! ვინც დაგეთხოვა, გვირგვინდადგმული, გვირგვინმოწნული თუ უგვირგვინო, ყველა უცხოსთან დატოვებული ბავშვივით რატომ გამოგეტირა? სხვის დასანახად ბევრმა თავიც გაიმამაცა, სხვისი თვალისთვის, ქალი - როლით არის მამაცი, უდარდელი, მერე კუთხეში მიიკუნტება და მარტო ტირის, გესმის, ჰიმენე?!
რატომ დატოვე საქალეთი, რატომ, ჰიმენე? საშოს გამყოფო ღრუ ტიხარო, მონაც შენა ხარ, ბატონიც და შენ ხარ სატანაც, ღმერთიც შენ ხარ, შენში ერთდება ყოველივე, წელქვემოთიდან ქალისათვის ცამდე რაც არის. და თუ წახვედი, უკან არასდროს აღარ ბრუნდები. შემოგმღერიან ქალთა გუნდები, შეისმენ როდი. თუ დაბრუნება შეგიძლია, ჰიმენე, მოდი!
- - - *ჰიმენე - ქორწინების ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ამგვარადვე იწოდება მედიცინაში საქალწულე აპკი. არსებობს ვარაუდი, რომ ეტიმოლოგიურად მის სახელს უკავშირდება ჰიმნი, რომ ეს ჟანრი სათავეს იღებს ძველბერძნული საქორწინო, საგუნდო სიმღერებიდან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა მუხა! საფოს ფრაგმენტია, მგონი რომაულად შემორჩენილი: ,, საით წახვედი სიქალწულევ, უკან არასდროს არ დაბრუნდები?” აქწდანაც გავაკეთე ალუზია. მადლობა მუხა! საფოს ფრაგმენტია, მგონი რომაულად შემორჩენილი: ,, საით წახვედი სიქალწულევ, უკან არასდროს არ დაბრუნდები?” აქწდანაც გავაკეთე ალუზია.
3. 2. კომენტარი მეტად მომეწონა. , ლექსი კარგად შესრულებულია. 2. კომენტარი მეტად მომეწონა. , ლექსი კარგად შესრულებულია.
2. მადლობა მზია! ამ ლექსში გამოყენებულია ალუზიები საფოს ლირიკიდან. (“ საით მიდიხარ სიქალწულევ! არ დაბრუნდები? “ და სხვ ფრაგმენტები). საფო, მოგეხსენებათ, ცხოვრობდა ლესბოსზე. სწორედ აქედან მოდის დღეს ასერიგად პოპულარული ტერმინი ლესბოსური სიყვარული. ეპითალამები, რომლის შესახებაც ადრე მედო ლექსი, ჰიმენესადმი მიმართვებით იყო სავსე. ზოგიერთი მკვლევრის მიერ მიიჩნევა, რომ ჰიმენედან მოდის ჟანრის სახელი ჰიმნი, რომელიც უკვე მრავალ ქვეთემას - ქვე-ჟანრს აერთიანებს ( მაგ. სახელმწიფო ჰიმნი) ერთი საყურადღებო მომენტიც არსებობს თემა მხატვრობაში თუ ჰიმენე - ქორწინებისა და ქალწულობის ღმერთი, როგორ არის ქალად გადაცმული ( ტრავესტი) და სხვა ქალებთან ერთად მონაწილეობს დღეობაში. ილუსტრაცისა დევს ფეისბუქზე, აქ ტექნიკურად - ვერ გადმომაქვს და დავიღალე. ასევე, გაგახსენდებოდათ ჯერომ სელინჯერის ცნობილი წიგნი ,,ზევით ასწიეთ ჭერი, დურგლებო”. ყოველივე ეს და კიდევ ავტორის ინდივიდუალური ოსტატობა განაპირობებს სწორედ იმას, რასაც თქვენ შესანიშნავი სახელი ,,თავისებურია” უწოდეთ! მადლობა მზია! ამ ლექსში გამოყენებულია ალუზიები საფოს ლირიკიდან. (“ საით მიდიხარ სიქალწულევ! არ დაბრუნდები? “ და სხვ ფრაგმენტები). საფო, მოგეხსენებათ, ცხოვრობდა ლესბოსზე. სწორედ აქედან მოდის დღეს ასერიგად პოპულარული ტერმინი ლესბოსური სიყვარული. ეპითალამები, რომლის შესახებაც ადრე მედო ლექსი, ჰიმენესადმი მიმართვებით იყო სავსე. ზოგიერთი მკვლევრის მიერ მიიჩნევა, რომ ჰიმენედან მოდის ჟანრის სახელი ჰიმნი, რომელიც უკვე მრავალ ქვეთემას - ქვე-ჟანრს აერთიანებს ( მაგ. სახელმწიფო ჰიმნი) ერთი საყურადღებო მომენტიც არსებობს თემა მხატვრობაში თუ ჰიმენე - ქორწინებისა და ქალწულობის ღმერთი, როგორ არის ქალად გადაცმული ( ტრავესტი) და სხვა ქალებთან ერთად მონაწილეობს დღეობაში. ილუსტრაცისა დევს ფეისბუქზე, აქ ტექნიკურად - ვერ გადმომაქვს და დავიღალე. ასევე, გაგახსენდებოდათ ჯერომ სელინჯერის ცნობილი წიგნი ,,ზევით ასწიეთ ჭერი, დურგლებო”. ყოველივე ეს და კიდევ ავტორის ინდივიდუალური ოსტატობა განაპირობებს სწორედ იმას, რასაც თქვენ შესანიშნავი სახელი ,,თავისებურია” უწოდეთ!
1. თავისებურია.
თავისებურია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|