ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2023


☆☆☆

შენ კი არა და,
განგებას,
დანანებია ჩემთვის,
უფრო მეტი და...
არ დგება
წამი წამებთან შერთვის.
შენ დაიჯერე იმის,
რასაც სარკეში ხედავ,
სწორედ ამიტომ გიკვირს
და ამიტომ ვერ ბედავ.
დროს ნუ ენდობი,- ყალბი,
ირგვლივ ყველაფერს თელავს,
ენდე ხასიათს, ყალიბს,
სხვა გადახაზე ყველა.
შეხე გაზაფხულს, მაისს,
თუ შეიცვალა ნირი?
ტოროლით ივსებს აისს,
ღრუბლებით ისევ ტირის.
შენ კი იძახი: - დავბერდი,
სხეულს იფარებ ფარად,
სიკვდილს რად უნდა ლოდინი?
ისე არ მოვა განა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები