როცა მზე არის ,ჩემთვის მაინც ღრუბლიანია , ყველა ქუჩაზე - თუ შენ იწყენ , თუ იღუშები . ამოვუხვიე ხეივანზე ლუბლიანადან , მარტო იყავით სახლში შენ და თუთიყუშები . ალბათ , კედლები გამთბარია თქვენი გალობით , რა იჭიკჭიქეთ ,მეც გამანდეთ , რამ გაგახარათ ? ვსწავლობ თქვენს ენას ძნელად ,მაგრამ თანდათანობით , სულ სხვა სამყაროს შესაცნობად ,დასანახავად . და ყოველ დილით ,სანამ ყველა ოთახს უკლებლივ მოვივლი , თითქოს, მივუყვები სტვენით ამაზონს . მიმაცილებენ სამსახურში ხმები ჯუნგლების : ,,უნდა გაკოცო,, ,,ჩემო კარგო ,, ,,ჩემო ლამაზო ,,
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. თუთიყუშები - სევდას ადგილი რომ არ აქვს. კარგია გიო თუთიყუშები - სევდას ადგილი რომ არ აქვს. კარგია გიო
8. გიო, გილოცავთ პრემია „საბას“ ფინალისტობას! გამარჯვებაც მოგველოცოს!
გიო, გილოცავთ პრემია „საბას“ ფინალისტობას! გამარჯვებაც მოგველოცოს!
5. დღეს თუთიყუშების საერთაშორისო დღეა!
დღეს თუთიყუშების საერთაშორისო დღეა!
4. იფ, რა კარგი იყო, გემრიელად წამეკითხა! კარგი ხარ, გიო, კარგი! იფ, რა კარგი იყო, გემრიელად წამეკითხა! კარგი ხარ, გიო, კარგი!
3. ,,როცა მზე არის ,ჩემთვის მაინც ღრუბლიანია".კარგი ადამიანი ჩანხართ.წარმატებას გისურვებთ. ,,როცა მზე არის ,ჩემთვის მაინც ღრუბლიანია".კარგი ადამიანი ჩანხართ.წარმატებას გისურვებთ.
2. 1 . მადლობა,თემო . უამრავი პოეტი მყავს ნაცნობ-მეგობარი ,მაგრამ შენ გამორჩეულად პოეტი ხარ შენი ხედვით და აღქმით , მე ვამაყობ შენით
1 . მადლობა,თემო . უამრავი პოეტი მყავს ნაცნობ-მეგობარი ,მაგრამ შენ გამორჩეულად პოეტი ხარ შენი ხედვით და აღქმით , მე ვამაყობ შენით
1. რა კარგი ხარ გიო. ვინც წავიკითხავთ, ჩვენს შუქმკრთალ ოთახებში შემოფრინდებიან თუთიყუშები და სეგვახსენებენ იმას რაც ასე გვავიწყდება. მადლობა რა კარგი ხარ გიო. ვინც წავიკითხავთ, ჩვენს შუქმკრთალ ოთახებში შემოფრინდებიან თუთიყუშები და სეგვახსენებენ იმას რაც ასე გვავიწყდება. მადლობა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|