ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2023


იგავი (ნუ დაუყრით...)

„ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ“ (მათე 7,6)

იგავი (ნუ დაუყრით...)

გულის სიწმინდე ვუწილადე, არსობის პური,
ვეცადე სიტყვით მომექცია ღვთისკენ ძაღლები,
შემომცქეროდნენ ქოფაკები თუმცაღა შურით,
სიკეთე რაცხეს საქციელად თავამაღლების.

მარგალიტები მოვაფინე ქვაფენილს, ყორეს
და ამოივსო ძვირფას ქვებით ირგვლივ გობები,
მაგრამ სანაცვლოდ ღრუტუნის ხმა აღმოხდათ ღორებს
და დასაფლეთად გამომიდგნენ ღმერთის მგმობები.

18 მაისი, 2023 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს