 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 19 მაისი, 2023 |
ფეისნიუსში ფოტო გამოჩნდა, ლექტორი ქალის, წითური თმით, მწვანე თვალებით, თვალისმომჭრელი სითეთრით, და სილამაზით გამორჩეული - თამამი ფოტო. ვარდისფერი ატლასის ბოლოს, ბოლომდე შეხსნილს, ხაზს უსვამდა ფეხის სიშიშვლე, შეხამებული ტყავის ქურთუკთან, მის შიშველ სხეულს, მხოლოდ ნახევრად რომ ფარავდა. ატყდა ამბავი, ჯგუფებში თრევა, ლანძღვა, გაკიცხვა: ლექტორი ქალი! მის ლექციაზე მჯდომი სტუდენტი რას წარმოიდგენს? თითქოს ყელამდე გაყრონჭილის სექსში დანახვა წარმოსახვას ეძნელებოდეს. ზოგმა კოდექსი მოიმარჯვა, მასწავლებელთა შემზღუდავი, ამერიკული და სათლით წყალი, ცივი წყალი, რომ გადაევლოთ ჩემისთანასთვის, ვისაც ფოტოზე მეტად ნაბიჯი ესიმპატიურა - მისი განთავსება სააშკარაოდ, პატრიარქატით ჩაკირულ ამ სავანეში. ვთქვი და მივიღე უხამსი მოწოდებები: თუ მოგეწონათ თქვენც გაშიშვლდით! მიკვირს და ვწუხვარ, იმის არდანახვა, რომ ქალი საცდელი ბაჭიასავით გაუხდიათ ძლევამოსილებს. ზოგან თაბაშირს უმზადებენ ტერფებისათვის, ყალიბს, ალბათ იმისთვის, რომ შორს ვერ გაიქცეს. თან დაარწმუნეს ლამაზიაო პატარა ტერფი. ზოგან თავქვეშ, მხრებზე, კვლავ სილამაზის სახელით, წლიდან-წლამდე იმ სარტყელებს უმატებენ ურჩობისას რომ ადვილად შემოატეხონ და კისერი მოწყდეს. უფრო ცივილურ სამყაროში, ნება იბოძეს და სწავლის უფლება მისცეს, თუმცა დღესაც უკიჟინებენ, რომ ქალისთვის მთავარი სამკაული მორჩილებაა, თმენაა, რომლის შედეგად ჯილდოდ იღებს... რას? გასაგნებას! ჩემი სიმპატია ამიტომაც ეკუთვნის ბზარებს, ასეთ ბზარებს, ბრაზს რომ იწვევენ. ხომ უნდა მიხვდნენ ბოლობოლო, რომ ქალის გასაგნება კატასტროფაა, რომ ასეთი ქალი, თუ ძლიერია, იარაღად გადაიქცევა, იმ საშიშ იარაღად, საკუთარი თავის ჩათვლით ყველას რომ ავნებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჰოდა, მეც მაგას ვაპროტესტებ, მუხა, რომ დაბადებიდან ქალს უჩიჩინებენ პატიოსნებას და არა ორივეს, ორივე სქესს. ჯერ პატიოსნებაც ვერ განუსაზღვრიათ რა არის, და ...მოკლედ აქ არაა გასარჩევი ეგ საკითხი.
ჰოდა, მეც მაგას ვაპროტესტებ, მუხა, რომ დაბადებიდან ქალს უჩიჩინებენ პატიოსნებას და არა ორივეს, ორივე სქესს. ჯერ პატიოსნებაც ვერ განუსაზღვრიათ რა არის, და ...მოკლედ აქ არაა გასარჩევი ეგ საკითხი.
3. არა, კაცი არ გამომრჩენია , აქ ქალის სამკაულზეა მინიშნება. დიახ, ქალის მთავარი სამკაული პატიოსნება უნდა იყოს. არა, კაცი არ გამომრჩენია , აქ ქალის სამკაულზეა მინიშნება. დიახ, ქალის მთავარი სამკაული პატიოსნება უნდა იყოს.
2. მუხა, პატიოსნება ყველას სამკაულია, კაცი გამოგრჩათ :) მუხა, პატიოსნება ყველას სამკაულია, კაცი გამოგრჩათ :)
1. რომ ქალისთვის მთავარი სამკაული მორჩილებაა,
ქალისთვის მთავარი სამკაული პატიოსნებაა, ესაა ჩემი კომენტარი. რომ ქალისთვის მთავარი სამკაული მორჩილებაა,
ქალისთვის მთავარი სამკაული პატიოსნებაა, ესაა ჩემი კომენტარი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|