 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 19 მაისი, 2023 |
რუხი დინოზავრები, ცის ბილიკის მგზავრები, მოძრაობდნენ ქარებთან. მზემ სხივები დამალა, როცა ნახა ამალა, უცხო მომთაბარეთა... ერთი ლეგა ღრუბელი, როგორც ცხენი უბელი, ქარზე სწრაფად მიქროდა. მზემ სხივები აკეცა, ზეცის კაბის ნაკეცში, იწვიმებსო - ფიქრობდა... ტყის ფოთოლთა შრიალით წვიმას მიხვდა ნიავი, ხის ტოტებში იყუჩა... ელვა მიმოიკლაკნა, მერე ტანი მიკარგა, ცას დაეჭდო ცივ ტუჩთან... მოიწყინა ცის თვალმა, წვეთი ვერ დაითვალა, დაელოდა ამინდებს. ცაა ისე მიმქრალი, როგორც ბებრის წინკარი, თითქოს თვალსაც გარიდებს... რუხი დინოზავრები, ცის ბილიკის მგზავრები მოძრაობდნენ ქარებთან. ეს დღე სევდა-მოწყენით, ცას ნატრობდა მოწმენდილს, ასე ჩანდა გარედან... 18.05.23
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|