ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2023


ბარათი

ერთხელ საღამოს, როდესაც მთვარემ,
ოთახში ჩუმად შემოანათა,
ქაღალდის ნაგლეჯს მოვკარი თვალი,
ბავშვობის დროის იყო ბარათი.

ვით გადამირჩა, არ ვიცი შეშლილს,
არა შემომრჩა ძველი ვნებიდან,
ნი, ჩემს დიდებულ სიმარტოვეში,
ვკითხულობდი და მეცინებოდა.

იქ ვერ ნახავდი თვალებს ნანისლარს,
მხოლოდ ბავშვობას ცაში გაფენილს,
გზად უთავბოლო ხეტიალისას,
სად დამეკარგა ეს ყველაფერი?!..

მაშინ ჩემს ლექსში არ იყო სევდა,
შენამდე იმას ვუძღვნიდი ყვავილს,
აქამომდე რომ არ გამახსენდა,
ნი, დამნაშავედ ვიგრძენი თავი...

დალახვროს ღმერთმა, დრო რა ჩქარია,
მოსილი ცრემლით, სისხლით, დიდებით,
გავდივარ გარეთ, ღამეს ქარიანს
ჯიბის ქურდივით ავეკიდები.

დანტე დარდიანი    19/05/2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები