 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 21 მაისი, 2023 |
კიდევ ერთი პოეტი დააკლდა საქართველოს, ლევან ალავერდაშვილი გარდაიცვალა.
როგორ მჯეროდა, იმედი მქონდა გამოკეთდებოდა, სასწაულებიც ხომ ხდება ამ ცხოვრებაში. სამწუხაროდ იმედი გამიცრუვდა. 2 ივლისს 52 წელი შეუსრულდებოდა. სახსოვრად ფოტოები და ის ლიტერატურული საღამოები დამრჩა, ერთად რომ ვმონაწილეობდით.
ლევან ალავერდაშვილის სახით საქართველომ შესანიშნავი პოეტი და მამულიშვილი დაკარგა.
ლევანმა მთელი ეპოქა შექმნა ქართულ პოეზიაში! ერთ-ერთ ლექსში ასეთი სტრიქონები აქვს:
,,ვისაც გზათა ხავერდი სისხლით გადამეპოხა, და ნიჭისთვის სამივე ჯვარზე ვიყავ ვნებული, გარდამოხსნის წუთიდან მე შევქმენი ეპოქა, პოეზიის ეპოქა, ყოვლად განსხვავებული“.
ლევან ალავერდაშვილი 2009 წელს გავიცანი მისივე პოეზიის საღამოზე. გაცნობამდე რამდენიმე თვით ადრე, ლიტერატურულმა საიტმა - „ურაკპარაკმა“ გამაცნო მისი შემოქმედება.
მახსოვს როგორი გახარებული იყო ეს ლექსი რომ დავუწერე:
ლევან ალავერდაშვილს
სისხლის ყივილი, გენი ქართული, ჩემს აღტაცებას საზღვარი არ აქვს, და ვიდრე ვივლი წელგამართული, - ძველ სევდა - დარდებს გავატან არაგვს.
სისხლის ყივილი, ჯიში ქართული, ჩვენს აღმაფრენას საზღვარი არ აქვს, ვართ საქართველო წელგამართული და პეშვებით ვსვამთ მტკვარსა და არაგვს.
უფალმა ნათელში გამყოფოს ლევან, როდესაც უფალი წამიყვანს, მჯერა: ზეციურ საქართველოშიც ერთად ვიქნებით და იქაც წავიკითხავთ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ლექსებს!
შეხვედრამდე, ლევან...
ოთარ რურუა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ნათელში იყოს მისი სული. მაინტერესებს ამ საიტზე თუ აქვეყნებდა ლექსებს. ნათელში იყოს მისი სული. მაინტერესებს ამ საიტზე თუ აქვეყნებდა ლექსებს.
4. ამინ! დიდი მადლობა მეგობრებო. ამინ! დიდი მადლობა მეგობრებო.
3. უფალმა გაანათლოს ლევანის სული, ლევანი ნაღდი პოეტი,ზებუნებრივი ადამიანი. გული მეტკინა. უფალმა გაანათლოს ლევანის სული, ლევანი ნაღდი პოეტი,ზებუნებრივი ადამიანი. გული მეტკინა.
2. ალალი ადამიანი და დიდი პოეტი იყო ლევანი. იმედია, ოდესმე დაფასდება მისი ნიჭი სათანადოდ. უფალმა გაანათლოს. ალალი ადამიანი და დიდი პოეტი იყო ლევანი. იმედია, ოდესმე დაფასდება მისი ნიჭი სათანადოდ. უფალმა გაანათლოს.
1. ღმერთმა აცხონოს ლევანის სული, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პოეტია და ასე დარჩება მარად!
ღმერთმა აცხონოს ლევანის სული, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პოეტია და ასე დარჩება მარად!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|