ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
5 ივნისი, 2023


შავი ზღვის თეთრი თოლია /დეტექტივი/ -VII - დანაშაული თუ ...

თავი 6 - დანაშაული თუ ...

          დორას მკვლელობის ღამეს გემი შემობრუნდა და გეზი ისევ ბათუმისკენ აიღო. კოორდინატები გადასცეს და მიიღეს ბრძანება, რომ სრული სვლით ევლოთ.

          მეორე დღეს მშვენიერი დილა გათენდა.
          მოგზაურებმა უხასიათოდ ისაუზმეს და სალონში უმიზნოდ დაბორიალობდნენ.  კანტი -კუნტად თუ საუბრობდნენ.
- რა უცნაურია, - თქვა ერთ-ერთმა დამ - ბოლო თვეებში ხშირად ვსვამდი დასაძინებელ წამალს, თან აბებს ვერ ვყლაპავ და ფხვნილებს ვხსნიდი წყალში, არადა ძილის წამლების წინააღმდეგი ვარ. აქ, გემზე კი, ამ სტრესულ გარემოში სასწაული მოხდა, თავის დადებას ვერ ვასწრებ ბალიშზე, რომ უკვე მძინავს.
- ალბათ, უფრო ზღვის ჰაერის დამსახურებაა, - გამოეხმაურა გივი. - მოდით ყველა გემბანზე ავიდეთ, კარგი ამინდია.
და მართლაც, დამსვენებლებმა გემბანზე ასვლა  და შეზლონგებზე წოლა არჩიეს. მხოლოდ დემნა დარჩა სალონში, სავარძელში ჩამჯდარი მწარე ფიქრებს მიეცა. დიდებული სანახავი იყო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სავარძლის სახელურებზე დაწყობილი მისი ხელები, დიდი ფრინველები.

      გემბანზე ასული საზოგადოება ჩვეული წესით განლაგდა.
        ლაშა ყველას აკვირდებოდა. მტკიცედ გადაწყვიტა, გაეხსნა ეს ჩახლართული საქმე.
        ნატაშენკა მიმისთან ერთად სევდიანად იჯდა ქოლგის ქვეშ.
        აუზში ჩასვლას ვერავინ ბედავდა. ისევ გივიმ გატეხა ნავსი. გადახტა და გემრიელად გაცურა, მას ნიკომაც მიბაძა. ნიკოს ელენე მიჰყვა.
      ამის შემხედვარე ელენეს და მათეს მშობლები წამოიშალნენ და კაიუტებისკენ გასწიეს. მძიმედ მიდიოდნენ, თან ელენეს ნიკოსთან შეთამაშებას აკვირდებოდნენ.
      უცებ საიდანღაც თეთრი თოლიების უზარმაზარი გუნდი მოფრინდა. თოლიები გემს ავად დასტრიალებდნენ და დასჭყიოდნენ. ამის შემხედვარე მშობლებმა ნაბიჯს აუჩქარეს და კაიუტებში ჩავიდნენ. ყველა გარინდული შესცქეროდა ამ სანახაობას, უსიამო გრძნობამ შეიპყროთ. მხოლოდ შეშინებული ნატაშენკა იქნევდა ხელებს და ყვიროდა: -კიშ, კიშ, კიშ! თუმცა თოლიები ახლოს არ მოდიოდნენ. მაგრამ მგზავრებს მაინც მათი თავდასხმის ილუზია შეექმნათ. კარგა ხანს გაგრძელდა ეს სანახაობა. შემდეგ კი როგორც მოულოდნელად გამოჩნდნენ და მოფრინდნენ თოლიები, ისევე გაფრინდნენ და გაუჩინარდნენ.
      - რა უცნაური მოვლენაა, კარგს არაფერს მოასწავებს, - თქვა თავადის ქალმა.
      - მე მეგონა, თოლიები სანაპიროსთან ბინადრობდნენ და  იქვე დაფრინავდნენ, არ ველოდი ღია ზღვაში მათ გამოჩენას. - გაეპასუხა ლაშა.
      მათეს მოსწყურდა, არც წიგნი ჰქონდა თან, ადგა და მის მოსატანად წავიდა.
      ორი თავადის ქალი საცურაოდ გადაეშვა. გივი კი ამოვიდა წყლიდან შეიმშრალა წყლის წვეთები და კაიუტისკენ გასწია სამუშაოდ.
      მესამე და გამაგრილებელი წყლების მოსატანად წავიდა.
      ნიკო და ელენე გატაცებით ცურავდნენ და ვერავის ამჩნევდნენ.
      გერმანელი ტურისტები შეშინებულები იწვნენ შეზლონგებზე და დანარჩენებს გაუცხოებულები აკვირდებოდნენ. სურეალისტურ სინამდვილეში აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი დღიურს აწარმოებდა და ახლაც გამალებით იწერდა ნანახსა და განცდილს.
      მათე წიგნით ხელში დაბრუნდა, თან გამაგრილებელ წვენს წრუპავდა. ცოტა ხანში თავადის ქალიც დაბრუნდა სამი ლიმონიანი წყლის მომცრო ბოთლით და სასმელი წკირებით.
      მათეს, რატომღაც, სულ არ აღელვებდა ელენეს საქციელი. შეზლონგის თავი აამაღლა, წამოჯდა, წიგნის სანიშნე ამოიღო და  შეწყვეტილი კითხვა განაგრძო.
        ჩამოცხა, მესამე დაც გადაეშვა საცურაოდ.  სიამოვნებით ცურავდნენ და ეხუმრებოდნენ ერთმანეთს.
        მათემ  წიგნი წაიხურა და ჩათვლიმა. გახურებული ჰაერი ლივლივებდა.
      ამასობაში სამხრობის დროც მოვიდა და ხმის გამაძრიებელმა მგზავრებს რესტორნისკენ მოუხმო.  გერმანელები  მაშინვე გაემართნენ გადასაცმელად.
      გივიმ ნატაშენკას მოაკითხა და ხელკავით წაიყვანა.
      თავადის ქალებიც ამოვიდნენ წყლიდან და მოსაწესრიგებლად კაიუტისკენ გასწიეს.
      ბოლოს ნიკო და ელენეც ამოვიდნენ. ნიკომ შეიმშრალა წვეთები და დატოვა გემბანი.
      ელენე მიუახლოვდა მათეს და მისი გაღვიძება სცადა.  მათე არ განძრეულა. ელენემ უფრო მაგრად შეანჯღრია, წიგნი ძირს გადავარდა. მათე არ განძრეულა. ელენე სხეულზე შეეხო და შეჰკივლა. მათთან მაშინვე ლაშა გაჩნდა. პულსი შეუმოწმა, გული აღარ სცემდა. ელენეს სთხოვა ჯერ არ გაეხმაურებინა  ეს ამბავი. თვითონ იმ ბოთლზე გაამახვილა ყურადღება, რომლიდანაც მათე სვამდა.
      - ეს ნივთმტკიცებაა, არავინ ახლოს ხელი.
ლაშა იქვე დარჩა,  ელენე გემის ექიმთან გაგზავნა, და დაავალა, რომ სამედიცინო ხელთათმანები და სუფთა ცელოფნის პარკიც  წამოეღო. ელენე ისე მირბოდა, ისეთი ხმით კიოდა და უხმობდა ექიმს, რომ მგზავრები აფორიაქდნენ და ისევ გემბანისკენ გასწიეს, გემბანზე მათ მეზღვაურები დახვდნენ და გადაეღობნენ. მშობლებიც ამოლასლასდნენ. მათეს დანახვაზე მამა მწარედ აბღავლდა. დედას გული წაუვიდა და დაეცა, მამამ მეზღვაურების წინაღობა გაარღვია და შვილს დაემხო. მგზავრები ტიროდნენ. ზოგიერთი პირდაპირ გემბანზე იჯდა და მოთქვამდა.

მეზღვაურები გაიქცნენ და ორი საკაცე მოიტანეს, ერთზე მათეს დედა დააწვინეს და დაბლა ჩაიყვანეს. ექიმიც თან გაჰყვა მას.
მეორე საკაცე მათეს გადასაყვანად მოიმარჯვეს. მამა არ ანებებდათ შვილს. მას ვერავინ უწევდა წინააღმდეგობას. აუხსნეს, რომ გემბანზე ძალიან ცხელა და მისი აქ გაჩერება არასასურველია. მას არაფრის გაგონება არ სურდა.
ბოლოს მაინც დააწვინეს საკაცეზე მათე და წაიყვანეს. მამაც ბღავილით თან გაჰყვა მას.
მგზავრები სასოწარკვეთილებამ შეიპყრო.

ლაშას ესმოდა, რომ დრო აღარ ითმენდა.
მან სასწრაფოდ გამოითხოვა სრული ინფორმაცია უცხოელ ტურისტებსა და თავადის ქალებზე.
ამ დროს კაპიტანმა მოიხმო და ჰკითხა, როდის გააცნობდა თავისი გამოძიების შედეგებს და როდის დამთავრდებოდა ეს კოშმარი.
ლაშამ მოკლედ უპასუხა: - ხვალ!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს