უილიამ ბატლერ იეიტსი - როს დაბერდები...
როს დაბერდები, თმაჭაღარას ბუხართან ძილი მოგესურვება, წაიკითხე დინჯად ეს წიგნი და ნეტარებით მოილანდე, როგორი ბრწყინვით კრთოდნენ თვალები, გაიხსენე მათი ღრმა ჩრდილი;
აჯადოებდი სილამაზით უამრავ მნახველს, გეტრფოდა ყალბად, ან ნამდვილად, გულლაღიც, მკაცრიც, პილიგრიმულ სულს აღმერთებდა თუმც ერთი კაცი, უყვარდა შენი ცვალებადი მწუხარე სახე;
თვალმიბლეტილმა, გადახრილმა ცეცხლისკენ, წყნარად წარმოთქვი სევდით, სიყვარულმა რა მალი სრბოლით ჩამოგიცილა, გადალახა მწვერვალთა თოვლი და სამუდამოდ მიაშურა ვარსკვლავთა კარავს.
5 ივნისი, 2023 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetryfoundation.org/poems/43283/when-you-are-old
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ოთარ ცისკაძე მადლობა ყურადღებისთვის. ოთარ ცისკაძე მადლობა ყურადღებისთვის.
3. ამერიკულ სერიალს ვუყურებდი რამდენიმე წლის წინ - Public Morals - იქ ამ ლექსს კითხულობს ერთ-ერთი ირლანდიელი, მაფიის მოხუცი მეთაური. მაშინ დავინტერესდი ამ პოეტით. ამერიკულ სერიალს ვუყურებდი რამდენიმე წლის წინ - Public Morals - იქ ამ ლექსს კითხულობს ერთ-ერთი ირლანდიელი, მაფიის მოხუცი მეთაური. მაშინ დავინტერესდი ამ პოეტით.
2. დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ! დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!
1. კარგია ნობელის პრემიის მფლობელ პოეტის პოეზიას, რომ გვაზიარებ. კარგია ნობელის პრემიის მფლობელ პოეტის პოეზიას, რომ გვაზიარებ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|