ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2009


ვაი, მოიცა, წერილს გწერ

***

იცი, მე ისევ მოვიწყინე. ხო, აი ისე ჩვენებურად, როგორც ვიცით ხოლმე. თან ვიცინოდი და თან ვიწყენდი. გარეთ კიდევ თოვლი მოდიოდა, ბევრი თოვლი და კიდევ იცი რაა? რაღაცეები უაზროდ მენატრებოდა. თან მბეზრდებოდა და ტელევიზორის ყურებაში დრო გამყავდა.

- შეჩემა 8 მარტს გილოცავ! ( აი , ასე სმს-ით  მომივიდა მოსალოცი)
- ხო, მეც გილოცავ კლარაია ცეტკინას დღეს. (საპასუხო ტექსტი გავუშვი, თუმცა ვიცოდი კლარაია არაფერ შუაში იყო)
- რას შვები მაგარია მანდ?
- არა მაგარი დებილობაა. ვერავინ ავაგდე და...
- რა იყო ნაშები ვერ აყარე და  წუხარ?(სიცილებითურთ) რავი მუსი, ისე მეც მგონი დამერხა, წუხელ მთელი ღამე არ მძინებია და შემომათენდა.
- აუ დააყენე და დაიძინე რა (სიცილების კორიანტელი) ხო, გოგო რა ვიცი აბა წამომიყვანეს ეს ბებერი და ღიპიანი კაცები და ვის ავაგდებდი. ისე რატომ არ გეძინა?
- ეეე მუსი... დავიძინებ ხო, ღიპიანი და მელოტები არ გვინდა, მაგრამ რა ვიცი აბა არ მეძინებოდა და მერე უცბათ გათენდა.


აი, მელოტების ამბავში შენც, ვისაც ამ ყველაფერს გწერ, შემოგვიერთდებოდი ვიცი, თან ეხლა დანამდვილებით ვიცი, იმიტომ რომ ყველა მელოტი თანაც, თუ ბაყაყია ერთნაირია.

- კაი ხო, წავედი ფილმს ვუყურებ.
- მიდი ხო.

ეს ჩემი მეგობარი იყო, რომელმაც ისე გამაცინა, რომ ბოლოს სუნთქვა გამიჭირდა. ვინმე იფიქრებს: ფუ გოგებს რა დიალოგი ქონდათო, თუმცა ჩვენ ეს არ გვანაღვლებს და უბრალოდ ერთამანეთში მსგავსი ტექსტებით ხშირად ვსაუბროვბთ.

***
იცი, აქ ისევ თოვს და წვიმაც  წამოვიდა. გარეთაც არ გავდივარ, ნომერში კი ისე ცხელა, რომ გული მიჩქარდება. მერე საათს ვუყურებ და მახსენდება ყველაზე სულელური დღესასწაული შუა ღამისას რა სასაცილოდ მომილოცეს. ბატონმა თამადამ წამზომი ჩართო, ათვლა ათიდან დაიწყო:
- ათი, ცხრა, რვა, შვიდი... ორი... ერთი... და გილოცაააავთ ქალბატონების დღეეეეს – მთელ ხმაზე ღრიალებდა მერე ყვავილების მორთმევა გადაწყვიტა, უეცრად ფეხი რაღაცას წამოყრა და მთელი თაიგულები დარბაზში მიმოეფანტა, თვითონაც ზემოდან წამოგორდა და ბოლოს იატაკიდან ახეკილი ყვავილებიც მომართვა. კიდევ ბევრი იყო, ამიტომ შეზარხოშებულმა ქალებმა, თანაც გაუთხოვრებმა ან გასათხოვრებმა თავი ქორწილში წარმოიდგინეს და ბუკეტის სროლა სათითაოდ დაიწყეს. თამადა თავის ადგილს დაუბრუნდა, ხელები გაშალა განსხვავებულიც მოიყუდა და დიდებული, გაცვეთილი სიტყვები წარმოთქვა:
- ყველას ერთმანეთი გვიყვარს და გეხუტებით... – მიმიკებს ძლივს აკონტორლებდა, მაგრამ მაინც ამაყად განაგრძობდა სულელური მოვალეობის შესრულებას.

მე და ჩემი პატარა სუფრის წევრები კი სამადლობელოს ჩუმათ ვბურტყუნებდით: ბიძია, სიგანეში შენ მეტი აღარ გინა, ოჰ, არც შენ ეს ნახე რა სახალადეცე ვინმეა... და ა.შ.

***
აქ იმ შეზარხოშებულ ქალებზე გაცილებით მეტი თოვლი მოდის. საერთოდ ფიფქბეს, რომ ვხედავ ყოველთვის ვიწყენ, რადგან თითოეულის ჩამოვარდნა გაუსაძლის ლოდინს ჰგავს, რომელიც ბოლოს ძალიან გბეზრდება და უბრალოდ ივიწყებ.
ხო, მე მართლაც ვიღაცეები დავივიწყე. ღირსები იყვენენ და ამიტომაც. მეტკინა და დავივიწყე.

იცი, წერილს ჯერ ვერ ვიწყებდი და ეხლა კი ვერ ვასრულებ.  არ ვიცი კიდევ რა მიგიყვე და ალბათ ამიტომაც. A ფოტოაპარატი რომ მქონოდა ყველაფერს გადავიღებდი და ისე გაჩვენებდი.

პი. ეს.
ყველაფერი დიდი სისულელეა და თოვლივით ქრება. ხო, თავიდან ლამაზია და მერე სულელდება, თოვლივით სულელდება, თოვლივიიით...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები