 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 26 აგვისტო, 2023 |
რამდენიმე პატარა მოთხრობა მაქვს დაწერილი. არაფრით განაკუთრებული, რომ აღნიშვნის ღირსი იყოს. თუმცა, გამოცდილება საკმაო მიმაღებინეს მათაც.
მოთხრობის წერის დროს, გარკვეულწილად დისტანცირებული ხარ ტექსტთან, ანუ, ჩვილივით არ გყავს გულზე მიწებებული, როგორც ლექსი. ხელის გაშვება შეგიძლია, ამოსუნთქვა.
ლექსს თუ გაუშვებ, შეიძლება წყალმაც წაიღოს. რა თქმა უნდა, რამე საშაირო, სალაღობო, იუმორისტულს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. თუმცა განმუხტვის საშუალებას ესენიც იძლევიან და თარგმნაც, რომელსაც სულ სხვა თავისებური სირთულეები აქვს.
ლექსი თუ არ ამოთქვი, გაბორიალებს, მოწამლულივით გხდის, არ გავიწყებინებს თავს და თუ მიეცი უფლება გადაიტანო მომენტი, მაშინ სამუდამოდ კარგავ.
მოთხრობა კი სულ სხვაა, ტვინში გირტყამს. კოდალასავით გიკაკუნებს. მუდამ თან დაგყვებიან პერსონაჟები და ხმაურობენ. დიალოგებს ვერ ასრულებენ. გამუდმებით ლაპარაკობენ. მსახიობებივით, ერთ სცენას ზოგჯერ ათჯერ გაითამაშებენ.
არ ვიცი, მოთხრობის პერსონაჟები რომ ასე იქცევიან, რომანისები როგორები იქნებიან? ალბათ ძალიან კატეგორიულები და მომთხოვნები ავტორთან. ღმერთო, გამძლეობა მიეცი ყველა რომანისტს. ეს ძალიან რთული მგონია. და მგონია რომ კოლოსალური ენერგია მიაქვს.
რისთვის წერს მწერალი? დაისვა კითხვა და ასობით პასუხი წამოვიდა. საინტერესო მომენტია, როცა თავად მწერალი სვამს ამ კითხვას. ე.ი. თავადვე აინტერესებს, აქვს თუ არა, იგივე მიზეზი, თუ მიზანი, რაც სხვას.
მე მგონია რომ მიზეზებიც განსხვავდებიან და მიზნებიც, ამიტომაც ვიღებთ ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხს.
"შემოქმედებითი მუხტი იბადება მაშინ, როცა თავისუფალი ინდივიდი ხვდება არათავისუფალ გარემოში ". შუაღამესვე შემომაგება პასუხი სამყარომ, გ.არგანიშვილის ფეისბუქპოსტის სახით. მე ვეთანხმები, უზუსტესი შეფასებაა.
ასეთი უცნაურობაც მომისმენია : - მინდა დავწერო წიგნი, გამოვცე და ამაზონზე გავყიდო. - იდეა? თემა? - ვიკითხე ლოგიკურად. - ეგ ჯერ არ ვიცი. - იყო პასუხი.
გამიკვირდა. ეს ისეთივე მიზანსგამოკიდებულებაა, როგორც ფიქრი: - აი დავწერ და, ახლავეც, და მერეც... და მერე.... და წარმოისახავენ იმას, რასაც წარმოისახავენ. მე ისეთ შეშინებულ ადამიანებს ვხედავ ამის მიღმა, რომ აბა რა გითხრათ ...
აი, მიზეზები კი იცოცხლე, უამრავია, რატომ შეიძლება წერდეს ადამიანი? ჩემი პასუხია, - გადარჩენისთვის. ნუ, მწერალს გააჩნია, შეიძლება თავადაც გადარჩეს და სხვებიც გადაარჩინოს გარკვეული გაგებით.
ამასთან დაკავშირებით ერთი სამეცნიერო ექსპედიციის ამბავი მომაგონდა. ზედმიწევნით არ მახსოვს , მაგრამ მახსოვს მთავარი. იკვლევდნენ დედამიწის სიღრმეში, სადღაც ქვაბულში, მარტოობაში მყოფი ადამიანის შესაძლებლობებს, ფსიქო-სომატიკას.
მას საკვებიც ჰქონდა და სხვა საარსებო მინიმუმიც, მაგრამ არანაირი საინფორმაციო ველი და კომუნიკაციის საშუალება.
ექსპერიმენტის შედეგად, ყველა გამოსაცდელი ჰალუცინაციებამდე მივიდა, გარდა ერთისა, რომელმაც, იმ ქვაბულში ჩასვლისას პატარა თაგვი შენიშნა, დაიჭირა და თან ჩაიყოლა.
ის გადარჩა ჰალუცინაციებს, იმიტომ რომ თაგვს ელაპარაკებოდა, უყვებოდა საკუთარი თავის შესახებ. ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა, რადგან მე მივაგნე მიზეზს, თუ რატომ ვაქვეყნებ ჩემს ნაწერებს საჯაროდ.
წერა ერთმნიშვნელოვნად გათავისუფლებაა და ამოსუნთქვაა, მაგრამ საჯაროდ ნაწერის გამოქვეყნება არის გადარჩენის მცდელობა და უკავშირდება არათავისუფალ, ან არასათანადო გარემოში ინდივიდის თავისუფლებას.
ჰო, ამაზე ღირს დაფიქრება. ჩვენ, პატარა ერის კომპლექსებიდან გამოდინარე, უამრავი ჩარჩო ავკიდეთ ერთმანეთს. ძალიან მომთხოვნები ვართ ადამიანების მიმართ. მაღალი სტანდარტები და გემოვნებაც გვაქვს (როგორც ამბობენ) და ამასთან, შეუსაბამოდ მცირე შესაძლებლობები.
გვიჭირს პატიებაც და გაგებაც. და მათთან, ვინც ნაკლებია აღქმის, გაგების, თუ თვითგამოხატვის მხრივ, არასწორად ვიქცევით. შედეგებს ვებრძვით, თუ დავცინით, ნაცვლად მიზეზების აღმოფხვრისა.
როცა პეპელა ყვავილთან მიფრინდება, არავის უკვირს, როცა მოაჯირზე, ან ბორდიურზე ჩამოჯდება, არც ეგ. ადამიანების რატომღაც გვიკვირს და ვერ ვგებულობთ, რომ მათი ქცევა გადარჩენასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მარტოობა გზა(აბნეულ) ფიქრთა ნავსაყუდებელია, დაუმეგობდი საკუთარ თავს.
რაც შეეხება თქვენს განცხადება ს წასვლის შესახებ, არ მომეწონა, არ გაბედოთ, ეს ხომ თქვენი სახლია, , თქვენი გრძნობების, თქვენი სამყაროს ნაწილია, აქ ტრიალებს თქვენი შინაგანი ინტროვერტული განცდები, აქ სუნთავს თქვენი შემოქმედება, განა შეიძლება მას სუნთქვა შეუჩერო? არა არა? გთხოვთ არ დაგვემშიდობოთ . გულწრფელობის გამოხატვით, თქვენი ერთგული მკითხველი მუხა. მარტოობა გზა(აბნეულ) ფიქრთა ნავსაყუდებელია, დაუმეგობდი საკუთარ თავს.
რაც შეეხება თქვენს განცხადება ს წასვლის შესახებ, არ მომეწონა, არ გაბედოთ, ეს ხომ თქვენი სახლია, , თქვენი გრძნობების, თქვენი სამყაროს ნაწილია, აქ ტრიალებს თქვენი შინაგანი ინტროვერტული განცდები, აქ სუნთავს თქვენი შემოქმედება, განა შეიძლება მას სუნთქვა შეუჩერო? არა არა? გთხოვთ არ დაგვემშიდობოთ . გულწრფელობის გამოხატვით, თქვენი ერთგული მკითხველი მუხა.
2. წარმატებები ნინა!! მაინც მგონია, რომ არ უნდა დაგვემშვიდობო, არ იცი, მუზა როდის შემოგიღებს კარს :)) არ ვიცოდი ამ ნიკების მიღმაც თუ შენ იყავი. :) წარმატებები ნინა!! მაინც მგონია, რომ არ უნდა დაგვემშვიდობო, არ იცი, მუზა როდის შემოგიღებს კარს :)) არ ვიცოდი ამ ნიკების მიღმაც თუ შენ იყავი. :)
1. ამ ათი წლის განმავლობაში, რაც ურაკზე ვარ. ბევრი დადებითი ემოცია მივიღე . სულ ორჯერ მოხდა რაღაც არასასიამოვნო ჩემთვის, მაგრამ მადლობა ღმერთს გამოუსწორებელი და ტრაგიკული არაფერი.
მადლობა ყველას, ვისაც სტიმული მოუცია ჩემთვის ოდესმე, ვისაც უნებლიედ ინსპირაცია უჩუქებია.
ამ ათ წელიწადში მთელი ხუთი ნიკის მოგროვება მოვახერხე :)))
ხან საკუთარ თავს ვცდიდი, ხან ვექსპერიმენტატორობდი. უმიზეზოდ მართლა არაფერი ხდება და მიზანიც თვითგადარჩენაშია რაღაღქმა უნდა.
იმედია, ამ გადაწყვეტილებას არ გადავუხვევ და გავუძლებ ცდუნებას ,რომ კიდევ რამე არ შემოგთავაზოთ. ვაღიარებ რომ ძალიან დამოკიდებული ვარ აქაურობაზე, ზოგადად მიჯაჭვულობა მახასიათებს, მაგრამ ახლა გაცილებით მეტს გავცემ ვიდრე ვიღებ, რამაც გადამღალა და სწორედ ესაა წასვლის მიზეზიც. აქვე დაგემშვიდობებით ჩემი ხუთივე ნიკით და წარმატებებს გისურვებთ. თქვენი:
ცარიელი, ნინა გორდაძე, დევი, სამურაი, ნიკე .
ამ ათი წლის განმავლობაში, რაც ურაკზე ვარ. ბევრი დადებითი ემოცია მივიღე . სულ ორჯერ მოხდა რაღაც არასასიამოვნო ჩემთვის, მაგრამ მადლობა ღმერთს გამოუსწორებელი და ტრაგიკული არაფერი.
მადლობა ყველას, ვისაც სტიმული მოუცია ჩემთვის ოდესმე, ვისაც უნებლიედ ინსპირაცია უჩუქებია.
ამ ათ წელიწადში მთელი ხუთი ნიკის მოგროვება მოვახერხე :)))
ხან საკუთარ თავს ვცდიდი, ხან ვექსპერიმენტატორობდი. უმიზეზოდ მართლა არაფერი ხდება და მიზანიც თვითგადარჩენაშია რაღაღქმა უნდა.
იმედია, ამ გადაწყვეტილებას არ გადავუხვევ და გავუძლებ ცდუნებას ,რომ კიდევ რამე არ შემოგთავაზოთ. ვაღიარებ რომ ძალიან დამოკიდებული ვარ აქაურობაზე, ზოგადად მიჯაჭვულობა მახასიათებს, მაგრამ ახლა გაცილებით მეტს გავცემ ვიდრე ვიღებ, რამაც გადამღალა და სწორედ ესაა წასვლის მიზეზიც. აქვე დაგემშვიდობებით ჩემი ხუთივე ნიკით და წარმატებებს გისურვებთ. თქვენი:
ცარიელი, ნინა გორდაძე, დევი, სამურაი, ნიკე .
|
|
მონაცემები არ არის |
|
|