მე სიცოცხლე ისე მიყვარს, მიმიქარავს მუხის ეგო.. მიყვარს ჩემი სანაცნობო- უნდო,უპასუხისმგებლო . მიყვარს ურთიერთობები -თბილისური,შეზელილი- ცოტა გადამლაშებული სადგურების ღვეზელივით . მიყვარს თავის მოწონება მოგონილი ,,კაცობებით ,, შეშელიძის ხიდებიდან სამგორამდე საცობები ... სიგნალები ,შეგინება , მტრობა, გადაძახილები . ეზოს გარეთ ქაქში დგომა, ეზოებში -ბახილები . პირში შემოღიმილება, ზურგში დამიზნება ისრის . მერე თავის შეცოდება , დაგინება დედამისის. ვდგავარ მარტო ,მეცინება, ამ უხერხულ განაჩენთან. ალბათ, მართლა მიყვარს რაღაც, თორემ აქ რა დამარჩენდა? წავალ ,ცოტა თვალს მოვხუჭავ, წამოვწვები ,დავისვენებ - რომ ახალი ენერგიით შევხვდე ახალ ფარისევლებს ..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სიცოცხლე ყველას უყვარს და ყველას უნდა . აბა, რა! სიცოცხლე ყველას უყვარს და ყველას უნდა . აბა, რა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|