ნეტავი ორი სიცოცხლე მქონდეს, ხვალვე უსიტყვოდ მოგიკვდებოდი , რომ დარჩენილი ერთი სიცოცხლით უცოდველს მევლო და ჩემ ღიმილსაც
ჰქონდეს ხმა ,როგორც გადაბმულ სიცილს. მეხს,ჭექას -ციდან ასხლეტილ ხარხარს . და გწამდეს, როგორც აღთქმა ან ფიცი, ჩემი ბაგიდან თქმული ,,მიყვარხარ,,
გულზე გადამხმარ ტკივილს ვიცოხნი , დღეები გვანან შუშაბანდიან სოფლის დაკეტილ, უკვამლო სახლებს . და კვირაა თუ ხუთშაბათია -
ვარ ცარიელი, როგორც წყლის ჭიქა, მიტოვებული სადღაც წყაროზე . მფიტავს წყვდიადი ღამის მისტიკა, სასაფლაოებს და კვიპაროსებს
შემოვეჩვიე . ამ ერთ ფურცელსაც გადავხნავ ფანქრის წამახვულ წვერით. წინ მელოდება გზები უცვლელი : ,,თოვლი ირიბი და ალმაცერი,, .
გუშინაც, მორიგ ხეტიალისას, მომეჩვენე თუ მართლა დაგლანდე ქუჩის კუთხეში ... ,,მე მიდიოდი (და) მაღლა იდგა გემი დალანდი ,,
ცა მძიმე იყო შავი ფიქრებით , ჭირნახულივით წვიმას იმკიდა . შენ კი იდექი და ხელს მიქნევდი საბედისწერო ,,ტიტანიკიდან ,,
ნეტავი ორი სიცოცხლე მქონდეს, ამის დარდმა არ გადამიარა : ერთში დავრჩები, როგორც ცხოველი და მეორეში ადამიანად !
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მიყვარს შენი პოეზია ზედვაკელო....სევდაშპარული, ხალასი და ნამდვილი მიყვარს შენი პოეზია ზედვაკელო....სევდაშპარული, ხალასი და ნამდვილი
5. ნინაა, როგორ გამაცინე.არაუშავს ,არ მჭირდება ქულა,მთავარია წაიკითხონ :) ნინაა, როგორ გამაცინე.არაუშავს ,არ მჭირდება ქულა,მთავარია წაიკითხონ :)
4. ელადა, ძვირფასო, არ ჩანს თქვენი, კომენტარში დაფიქსირებული 5 ქულა, ტყუილში ნუ გვამყოფებთ, გეთაყვა.
ავტორთან ბოდიში.
5!
ელადა, ძვირფასო, არ ჩანს თქვენი, კომენტარში დაფიქსირებული 5 ქულა, ტყუილში ნუ გვამყოფებთ, გეთაყვა.
ავტორთან ბოდიში.
5!
2. ჩემი შეფასება: 5
ჩემი შეფასება: 5
1. მომეწონა. მიყვარს ზედვაკელის ცრემლიანი, სიყვარულიანი პოეზია. მომეწონა. მიყვარს ზედვაკელის ცრემლიანი, სიყვარულიანი პოეზია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|