ჩვეულებისამებრ ადრე იღვიძებს.სოფლის ცივ დილას ღუმელით ათბობს.მერე გარეთ გადის და გუშინდელი დაპობილი შეშა შემოაქვს,კუთხეში ყრის,ხელებს იფერთხავს და ჩაიდანს ღუმელზე დგამს.კარადიდან გუშინდელ პურს იღებს,ახუხებს. უგემურად საუზმობს. დიდი ხანია რაც მოცვის ნამცხვარი და ჟოლოს მურაბა აღარ აქვს. აღარც თბილი წყალი,ხელების დასაბანად. ეს ჩაიც რაღაცნაირია,მწარე...მარტოობის გემოთი. თბილად იცვამს.კუთხეში მიყუდებულ ანკესს იღებს და გარეთ გადის. ზღურბლზე დაწოლილი სეტერი ზანტად დგება,წინა თათებით ახტება და ხელს ულოკავს. ძაღლს საჭმელს უყრის თეფშზე,თავზე ეფერება და ჭიშკრისკენ მიდის. მდინარე სოფლის ბოლოსაა. ცივ მიწაზე ჯდება,ანკესს წყალში აგდებს და სიგარეტს უკიდებს. ,,ისევ გადავსებულა აქაურობა ბაბუაწვერებით,,...ერთს კრეფს,სულს უბერავს და შორს მოისვრის. თევზი არ ჩანს. მეორე ღერს უკიდებს და შორს,ბროწეულების ბაღებს გასცქერის. ,,ძაღლს საჭმელი უთავდება.ხვალ ქალაქში წავალ და ვუყიდი...,, ქალაქში.. იმ ქალაქს ნაცნობი სუნი აქვს.ერთ დროს მისი სახლის ოთახებში რომ იყო,ისეთი. ხმაც. ახლაც ჩაესმის.
...... სახლში ბრუნდება.მძიმე ბათინკებს და ქურთუკს იხდის.ჯერკიდევ თბილ ღუმელში შეშას ამატებს. თევზს წმენდს,მარილს აყრის და ტაფაზე აწყობს. ,,არავინ მჭირდება,,ფიქრობს და თეფშს ხმაურით დებს მაგიდაზე. ძაღლი ოთახში შემოდის და უკანა თათებზე ჯდება. -გშია? ეკითხება და ერთ ცალ,შემწვარ თევზს თეფშზე უდებს. ღამდება. ჩვეულებრივ ხშირად იხედება ფანჯრისკენ და მერამდენედ ეჩვენება ღამის სიბნელეში ჭიშკრის გაღების და ნაცნობი,თითქმის შეუმჩნეველი ნაბიჯების ხმა. გარეთ ჭრიჭინები ათენებენ ღამეს. სადღაც შორს,მალე ვარდისფერი ბროწეულები დასკდებიან....
ზღვისპირელი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მეთევზეები, ბუნებით მხიარულები არიან , მაროტოობასაც ადვილად იტანენ. მეთევზეები, ბუნებით მხიარულები არიან , მაროტოობასაც ადვილად იტანენ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|