 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 20 სექტემბერი, 2023 |
ნინო დარბაისელი სტრონი
თემატური ნაკრები - დოკუმენტური პროზა???
საბა 2023 დასრულდა. ჩემდა გასაოცრად, გამარჯვებულთა შორის ნომინაციაში ,,საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა” დასახელდა თემატური კრებული, შედგენილი ნათია სიხარულიძისა და თეიმურაზ დოიაშვილის მიერ ,,გალაკტიონი უცენზუროდ”. რას წარმოადგენს ეს წიგნი: ეს არის გალაკტიონის საარქივო მასალების ოცდახუთტომეულიდან თემატურად ამოკრებილი, პირად ჩანაწერებს, დღიურებსა და აშ. დაფიქსირებული უცენზურობანი, პლიუს სხვათა უკვე გამოქვეყნებული მოგონებანი. დასაწყისში ახლავს ასე ერთგვერდიანი შესავალი, ანუ ესსეისტიკის ნიმუშად ვერ გამოდგება. ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის გენიოსი პოეტის ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო გამონათქვამი მნიშვნელოვანია და მით უფრო, რომ ადამიანის, მკითხველის ფსიქიკაა ისე მოწყობილი, რომ გვინდა თუ არა, რაფინირებულ სიბრძნეებზე მეტად უცენზურობები იტაცებს ჩვენს ყურადღებას. ეს მაფიქრებინებს, რომ კომერციული თვალსაზრისით, ეს გამოცემა - კარგი ჩანაფიქრი იყო და წიგნს მკითხველი არ დააკლდება. მაგრამ პრემია იმ ნომინაციაში, რაშიც მიენიჭა? ეს ხომ იგივეა, ცეკვის კონკურსში საუკეთესოდ აღიარონ არა მოცეკვავე, არამედ მომღერალი, თუნდაც მარია კალასი იყოს!
უმარტივესად გეტყვით:
“დოკუმენტური პროზა” ეს არის პროზის ჟანრი, რომლის ავტორიც იყენებს რაიმე სახის დოკუმენტურ მასალას, პროზაული ტექსტის ასაგებად. ეს მასალა შეიძლება, უშუალოდ ჩართული იყოს თხრობაში, დოკუმენტის სახით ან ხდებოდეს მისი თხრობითი გადმოცემა ავტორისეული სიტყვებით. მაგრამ რეალურად მომხდარი ფაქტი, ამბავი უნდა ედოს საფუძვლად. კომპოზიციის ასაგებად დასაშვებია მცირე დოზით მხატვრული გამონაგონიც, მაგალითად, ფიქციური პერსონაჟის შემოყვანა ამბავში. ტერმინი ,, “დოკუმენტური პროზა “ ნიშნეული იყო საბჭოთა ლიტმცოდნეობისათვის, იგი შეესაბამება “ნონ- ფიქშენ”-ს (თუმცა ზუსტად ვერ ფარავს მას) მისი სახეობებია: ავტობიოგრაფიული მონათხრობი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, მემუარები, მოგზაურობის დღიურები და ასე შემდეგ.
ბარემ აქვე: რომელიმე მწერლის ხელნაწერებიდან თემატურად ამოკრებილი მასალა - არის თემატური ნაკრები, კოლექცია და არა დოკუმენტური პროზა. მაგალითად “აკაკის ოხუნჯობანი” - არის არა დოკუმენტური პროზა , არამედ ნაკრები, კოლექცია. აი, ამ ნაკრების გამოყენებით ვინმემ რომ ახალი პროზაული ნაწარმოები შექმნას, ზოგი რამ პირდაპირ ჩადოს, ზოგი- ნარატორის პირით გადმოგვცეს, გაამდიდროს ეს ყოველივე მწერლის ბიოგრაფიის სხვა რეალიებით და ა. შ. - ეს უკვე იქნება დოკუმენტური პროზა. ანუ რაიმე თემატური ნაკრები რომ დოკუმენტურ პროზად იქცეს, საჭიროა, მინიმუმ, სიუჟეტური ქარგა. ამდენად, სრულიად გაუგებარია ჩემთვის, რატომ მიენიჭა საბას პრემია “ესეისტიკასა და დოკუმენტურ პროზაში” წიგნს, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ თემატურ ნაკრებს გალაკტიონის ნაწერებიდან, მეტს არაფერს!
დარწმუნებული ვარ, ლიტერატურის თეორიის უბადლო მცოდნემ - ბატონმა თეიმურაზ დოიაშვილმა ამის თაობაზე საერთოდ არაფერი იცის, თორემ ამას არაფრით დაუშვებდა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. თემატური ნაკრები - დოკუმენტური პროზა??? ნინო დარბაისელი სტრონი
დარწმუნებული ვარ, ლიტერატურის თეორიის უბადლო მცოდნემ - ბატონმა თეიმურაზ დოიაშვილმა ამის თაობაზე საერთოდ არაფერი იცის, თორემ ამას არაფრით დაუშვებდა!
ძვირფასო ნინო! თქვენ ამართლებთ დოიაშვილს მუხა კი დარწმუნებულია, ლიტერატურის თეორიის მცოდნე თეიმურაზ დოიაშვილმა ამის თაობაზე არაფერი კი,არა ყველაფერი იცოდა და იცის ალბად რატომაც დაუშვა .ესაა ჩემი სუბიექტური აზრი! ყველა აზრს აქვს არსებობოს უფლება! თემატური ნაკრები - დოკუმენტური პროზა??? ნინო დარბაისელი სტრონი
დარწმუნებული ვარ, ლიტერატურის თეორიის უბადლო მცოდნემ - ბატონმა თეიმურაზ დოიაშვილმა ამის თაობაზე საერთოდ არაფერი იცის, თორემ ამას არაფრით დაუშვებდა!
ძვირფასო ნინო! თქვენ ამართლებთ დოიაშვილს მუხა კი დარწმუნებულია, ლიტერატურის თეორიის მცოდნე თეიმურაზ დოიაშვილმა ამის თაობაზე არაფერი კი,არა ყველაფერი იცოდა და იცის ალბად რატომაც დაუშვა .ესაა ჩემი სუბიექტური აზრი! ყველა აზრს აქვს არსებობოს უფლება!
3. გადავწყვიტე, დღეიდან რასაც კრიტიკულს დავწერ, ხელი მოვაწერო ასე:
აშშ პოეტთა აკადემიის წევრი აშშ პენცენტრის პროფესიონალი წევრი ნინო დარბაისელი სტრონი ნინო დარბაისელი. 2023-09-23 01:08:15
ეს ძალიან მომეწონა! გადავწყვიტე, დღეიდან რასაც კრიტიკულს დავწერ, ხელი მოვაწერო ასე:
აშშ პოეტთა აკადემიის წევრი აშშ პენცენტრის პროფესიონალი წევრი ნინო დარბაისელი სტრონი ნინო დარბაისელი. 2023-09-23 01:08:15
ეს ძალიან მომეწონა!
2. მადლობა მუხა!
სულ ველი შენს ყოველ გამოჩენას ჩემს გვერდზე.
ხალხი ბამბას აჩხრიალებს და მე ოქრო ვმალო?
გადავწყვიტე, დღეიდან რასაც კრიტიკულს დავწერ, ხელი მოვაწერო ასე:
აშშ პოეტთა აკადემიის წევრი აშშ პენცენტრის პროფესიონალი წევრი ნინო დარბაისელი სტრონი მადლობა მუხა!
სულ ველი შენს ყოველ გამოჩენას ჩემს გვერდზე.
ხალხი ბამბას აჩხრიალებს და მე ოქრო ვმალო?
გადავწყვიტე, დღეიდან რასაც კრიტიკულს დავწერ, ხელი მოვაწერო ასე:
აშშ პოეტთა აკადემიის წევრი აშშ პენცენტრის პროფესიონალი წევრი ნინო დარბაისელი სტრონი
1. "დოკუმენტური პროზაში კარგად გავაცნობიერე, ლიტერატურის თეორიის მცოდნე თეიმურაზ დოიაშვილმა იცის, ალბად რატომაც დაუშვა. "დოკუმენტური პროზაში კარგად გავაცნობიერე, ლიტერატურის თეორიის მცოდნე თეიმურაზ დოიაშვილმა იცის, ალბად რატომაც დაუშვა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|