ახლა მე 26 წლის ვარ და ვიღაც მელოდება, ამდენივე წელია. ვიღაც მელოდება, ვით, ლოდი. ლოდივით გაუნძრევლად ზის და მელოდება. მელოდება სიბნელეში, დაღვრემილი, უგრძნობი, აწ უკვე, დაღლილიც, 26 წელი ციხეში, მეგობრის თუ შვილის მომლოდინე. ელოდება, რომ ბანანის ქერქზე ავსრიალდები, ელოდება. ყველა პეპლის ფრთის გაფართხალებას, რომელთა ჰაერის ნაკადები შეერთდება და ჩემამდე ქარიშხალს მოიტანს. ჩემი ფილტვის ყოველი ლაქა მისი იმედია. ყოველი გულის შეკუმშვის გარდამავალი წამის მეასედი, სადაც მთლიანი სისხლის მიმოქცევის სისტემა ჩაისუნთქებს, უკვე არის საფუძველი იმისა, რომ ვეღარ ამოისუნთქოს. მთელი მატერიალური სამყარო მას ასეთ იმედად უდგას, ყველაფერი, რაც ცოცხალია და მოძრავი, მათ შორისაა კეპლერ 2500, რომელიც ჩემგან სინათლის ყველა რიცხვის დაშორებითაა, მაგრამ მაინც შეუძლია რაღაცნაირად ვარსკვლავთშორისი მოიაროს და შექმნას მათემატიკურად გამართული კანონი, რომელიც ჩემ დედამიწას ღერძიდან გადააგდებს. ნიადაგი სავსეა ხაფანგებით, ყოველი ნაბიჯი მაკლებს სიცოცხლის გაგრძელების ერთ, ან ორ, საერთოდაც, შეიძლება ათ პროცენტსაც, მე კი სულ ასი მაქვს. გრძელ ვადიან დისტანციაზე, მაგალითად, 26 წელში, ჩემივე ასი სიცოცხლე ნულს უნდა უტოლდებოდეს სუფთა მათემატიკურად, მაგრამ, აქ ვარ, და ვფიქრობ მომლოდინე მეგობარზე, რომელიც ამდენივე წელია არ მინახავს. როგორი უცნაურია, იყო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გურამ რჩეულიშვილივით იწყება :)
არყოფნაც უცნაურია...ალბათ :)
გურამ რჩეულიშვილივით იწყება :)
არყოფნაც უცნაურია...ალბათ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|