ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2023


ქარის სიმღერა

დეკემბრის  სუსხიც  გადაივლის ( ეს  ბოლო  თვეა)  .
სრულდება  წელი -შავი,როგორც  სიბოროტეა .
მე  ჯოჯოხეთში  ვიხრჩობოდი  და  ჩემი  თავი
შენ შეიფარე .
როგორ  შეძელ ? - სთქვი ,დოროთეა !
ბედნიერი  ვარ ,
ცას  ვუყურებ ამ კვირა დილით.
ვგრძნობ,
რომ სიცოცხლეს  უფრო მეტად  გამიადვილებ.
გავთეთრდი  ფიქრით : სად  ვიტანჯე  , სად ვიმარტივე,
სად  ცხადი იყო
,სად  სიზმარი ,
სად სინამდვილე...
ეჰ ,ეს  ცხოვრება  თურმე ერთი  ლუკმა  ყოფილა ,
გველაშაპივით  გადაყლაპავს  ისრის  ჭენება .
ზოგი მოკვდება  ყველაფრისგან  უკმაყოფილო ,
ზოგს  არაფრისგან  ცა  სამოთხედ მოეჩვენება  !
ქარი  დავარცხნის ქარისგანვე ვნებულ  მდელოებს ,
კორდებს ,
ნათესებს ,
ნასახლარებს ,
ნავენახარებს .
ხომ მწუხარების აკლდამაა  ეს  საქართველო ,
მაგრამ ამ  მწუხრში,  ზოგჯერ, რაღაც მაინც  მახარებს !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები