მე გადავწყვიტე : სამუდამოდ უნდა მეცქირა შენთვის და იქვე ,შენი სახლის მოპირდაპირედ სახლი ვიყიდე.გითვალთვალებ, დიდი გეტსბი ვარ! უცნაურია, რომ სიცოცხლეს მკვდარიც ვაპირებ . და ველოდები , გამაბრუო ტკბილი ტყუილით , რომ კვლავ გიყვარვარ , გამოჩნდები და მეც ლეკვივით კრუსუნს დავიწყებ .ბრწინავს შენი ოქრო -დუმილი , მეც მდუმარე ვარ, გისოსებში გამოკეტილი . ვიცი , სუსტი ვარ ,შენს თვალებში ამოვიკითხე , ჩიტის გული მაქვს : მსხვრევადია ,როგორც კრამიტი. და ამიტომაც არ გვეწერა ერთად დიდი დღე, და ამიტომაც ვერ მიტანდი ...და ვერც ამიტან . თითქოს დასრულდა ყველაფერი ,რა მეხუმრება . შენს მოლოდინში მაინც მრჩება ღია კარები. კარის ზღურბლამდე კიბის თეთრი საფეხურები მორეცხილია ჩემი ცრემლის ნიაგარებით . მე არ მჯეროდა , ღმერთს თუ მართლა ჰქონდა თვალები , საერთოდ ღმერთის არ მჯეროდა, რას არ ვცოდავდი. ახია ჩემზე ,ქარიშხლებს რომ ასე დავნებდი , იხარეთ , მტრებო , სანიმუშოდ გავსაცოდავდი . მიყურეთ ,დასტკბით , იხარხარეთ , ცეცხლთან იცეკვეთ , გაერთეთ ტვისტით , ან გარდელის ცხელი ტანგოთი. მთელი ცხოვრება პოეტ თავთან შებმა მიწევდა, მთელი ცხოვრება პოეტისგან სადღაც გავრბოდი . ღმერთი ალაგებს ჩვენ ცხოვრებას ფერად ფაზლებად , ღმერთი წყვეტს: ვინ ვის შეიფარებს , ვინ ვის გაწირავს . ვიღაცას,ალბათ , მზის ნათება ელამაზება , მე კი...როგორც ჩანს, იშვიათი წვიმის კაცი ვარ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ძალიან კარგია :) მომეწონა ძალიან კარგია :) მომეწონა
3. სახლი ვიყიდე.გითვალთვალებ,
ვიღაცამ კი, თვითმფრინავი იყიდა და ისე უთვალთვალებდაო, ორი დღის წინ წავიკითხე... სახლი ვიყიდე.გითვალთვალებ,
ვიღაცამ კი, თვითმფრინავი იყიდა და ისე უთვალთვალებდაო, ორი დღის წინ წავიკითხე...
2. "უცნაურია, რომ სიცოცხლეს მკვდარიც ვაპირებ ."
საინტერესოა "უცნაურია, რომ სიცოცხლეს მკვდარიც ვაპირებ ."
საინტერესოა
1. ავტორი რომ არ ეწეროს, ვერ ვიფიქრებდი რომ შენია :)
ავტორი რომ არ ეწეროს, ვერ ვიფიქრებდი რომ შენია :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|