ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2023


გადასარევი ამინდია

გადასარევი ამინდია !წავალ ,მოვიკლავ
თავს,ანდა წყურვილს , მონატრების  წყურვილს -
შენ სახლთან,
სადაც დიდი ხნით  უჩემობა  ჩემი შესახლდა ,
ვიყვირებ , ღმერთი ხომ გაიგებს !  ჩემო ,მონიკა.
როგორც  მე  ვიცი , არ  ლოცულობს  მამა  თვითმკვლელი
პოეტებისთვის. ასეთია  ზეცის  კანონი .
სანამდე  ცას  და  მიწას  შუა გამომიკვლევენ
და  ჩემი სულის  მსაჯულები  მზეზე  გამოვლენ -
მე მეყვარები ჩემებური გრძნობით , გაგებით ,
ვიდრე  სამყაროს  უფსკრულებში  ჩავიკარგები .

დაე, სჯეროდეთ ,
შენც  გჯეროდეს, რომ მე მკვლელი  ვარ ,
მე  მოვიგონე  ქვეყანაზე მტრობა  ,ღალატი,
უსასტიკესი  აზიატი  და  ,,სოფლელი,,  ვარ !..
ცხოვრებას,  როგორც უკუნ ღამეს , ისე  გავათევ!
კვლავ  ვუდარაჯებ  ჩემ  სხეულში  ნაშობ  ანგელოზსს,
ო, ღმერთო  ჩემო  , არ გამომრჩეს , ნეტავ, ეს  შობა  -
რომ უფრო მეტად  ყოფის ჭირხლმა არ გამამგელოს
და ვინმეს  კიდევ რომ არ ვავნო  ჩემი  ეშვებით .
გადასარევი ამინდია ,წავალ ვიმღერებ  ,
შენს  ფანჯარასთან  უკანასკნელ  გედის  სიმღერას .
დაიხრჩობიან ფინიებიც, მე რომ მიღრენენ ,
ჩემს  სამყაროში , იმხელა  ვარ და იმსიღრმე ვარ!

გადასარევი ამინდია სინანულისთვის ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები