| ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 22 ნოემბერი, 2023 |
^^^ დაიკარგე ამ სამყაროში, რათა ამომძვრალიყავი ხვრელიდან, რომელშიც დატოვე მოუთმენლობა, მოთმინების ძაფით დაწნული.
^^^ არ გეწერება და ძალა გერთმევა, მიიკლაკნები უძალო ჭიასავით. სადაცაა წკიპურტს გითავაზებს მოუთმენლობა, ადამიანივით წელში გაწყვეტილი.
^^^ მოკლედ ვწერ ზარმაცები საწერ ლექსებად თითები მჭირდება რეცვასა და კეთებაში, გონება ქვაბივით დრეკს ყველა დეტალს, როგორც სახეხი ნეჭა.
^^^ ვისწავლე დარდი, რომელიც იცინის, ღიმილი უფრო ნამდვილია დაღლილ თვალებით.
^^^ გისმინოს სარკემ, აირეკლოს შენი ეჭვები და გიკვირდეს, როგორ გითხრა სხვისი სათქმელი.
^^^ მოვიდა სეტყვა, ქვაკუთხედი დახვდა ჩეროში, მზემ გამონახა სხვა წრეწირი სეტყვის სახვრეტი.
^^^ შიგნიდან გარეთ ვმოგზაურობ ვერაფერს ვხედავ. ეგოისტური აქცენტებით ვიღვიძებ დღესაც. დაწყება სულ მიჭირდა, მინდოდა დაჩქარება სიჩქარე აფრთხობდა მოსასვლელ იღბალს. ცხოვრება გიტევს, ორღობეში ტალახში გძირავს ურმის თვლის ჭრიალით გამოხვალ ფონს, თვალს კი მაინც მას დაუტოვებ. შეკაზმე ცხენი მოემზადე და მოფიქრე, როგორ გაიმარჯვო საკუთარ ორჩხომელებზე.
^^^ მზე დამბანს პირს და ისე ვიცინი. სიცილში ძილი დამიხვდა და არ გამაღვიძა. ვისწავლე ხმის ამოღება ისე სათუთი კბილის ტკივილის გამწვავებას აღარ მივტირი. მწვადს აღარ დავწვავ და შამფურიც, ეი თქვენ, ძმებო, ხის შამფურს ახლა სადღა ნახავს მედროვე კაცი. მწვადი თუ დაწვი არ გცოდნია ცხოვრების ღადარი, ხელს თუ მოკიდებ, უნდა შეწვა ხორცი ალდენტედ!!
^^^ წვიმა ისეთი სათუთია, შრება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან მომეწონა. კარგებია. ძალიან მომეწონა. კარგებია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|