ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანათა 1
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2023


თოლიები

საით მიფრინავენ
ასე ადრე
თეთრი თოლიები  დავიწყების..
სანამ სიყვარულზე წერას დავიწყებდი,
სანამ თეთრი ფრთები მქონდა
დავფრინავდი,
სანამ დავფრინავდი
ასე არ ვიწყენდი.
არ შემასწავლო
გადავიწყება,
ლეთეს დინებას არ მაზიარო,
ეგ გზა ვერაფრით გავამზიანე
და ვხედავ როცა წვიმა იწყება
მხოლოდ მწყურვალე
ადამიანებს.
ციდან დაბრუნებულს
ზურგის ქარი  მომყვა,
წყალი, მოვერცხლილი  ლანგრიდან
სიტყვის გულუბრყვილო მაგია..
როგორ დავიჯერო
სხვა რომც  ყველაფერი,
შენი დავიწყება
კარგია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები