ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 დეკემბერი, 2023


21.12.

წერტილი სივრცის გარეშე ვერ იარსებებს,
სივრცე კი უწერტილოდაც
იყო,
არის და
იქნება თავისთავადი.
მაგრამ მაინც,
იმის ცოდნა,
რომ უჩემობით
არავის არაფერი დააკლდება,
ვერაფერს მშველის,
მაინც უხერხულობას განვიცდი,
თუ მიხმობენ
და ვერ ვეხმიანები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები