ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: თარგმანი
25 დეკემბერი, 2023


შობა /იოსებ ბროდსკი/


მოგვები რომ ეახლნენ, ჩვილს ბაგაში ეძინა.
კაშკაშებდა ვარსკვლავი მოწმენდილი ზეციდან.
ცივმა ქარმა ფანტელი გუნდად გადაისროლა,
შესასვლელთან კოცონის ტკაცატკუცი ისმოდა.
აიკვამლა სანთელი, ცეცხლი ენებს კეცავდა.
ჩრდილებს ბაგის გარშემო ონავრობა ეწადა.
ჯერ არავინ იცოდა, ჯერ ვერავინ ხვდებოდა,
რომ სიცოცხლე იმ ღამით ახლით იბადებოდა.
მოგვები რომ ეახლნენ, ჩვილს ბაგაში ეძინა
და ქვაბულის კედლები ბაგას ჩრდილად ეფინა.
თოვლის კორიანტელში კვამლი თეთრად ბზინავდა,
ჩვილს კი პირველმლოცველთა ძღვენთან ერთად სძინავდა.




Рождество /Иосиф Бродский/

Волхвы пришли. Младенец крепко спал.
Звезда светила ярко с небосвода.
Холодный ветер снег в сугроб сгребал.
Шуршал песок. Костер трещал у входа.
Дым шел свечой. Огонь вился крючком.
И тени становились то короче,
то вдруг длинней. Никто не знал кругом,
что жизни счет начнется с этой ночи.
Волхвы пришли. Младенец крепко спал.
Крутые своды ясли окружали.
Кружился снег. Клубился белый пар.
Лежал младенец, и дары лежали.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები