ამდენი ცივი დღისა და ღამის , ამდენი ცრემლის ,ამდენი დარდის შემდეგ ჩემს გულში იმედი ყვავის , წყალს ვუსხამ კართან მომაკვდავ ყვავილს. ვაჯავრებ სტვენით მზისგულა ჩიტებს , ვუსმენ მუსიკას-მხიარულს, რეტროს. ისე ვარ , თითქოს, შენც გულში გჭირდე და ხის მერქანზე ჩემს სახელს სჭრიდე , როგორც მე ტანზე გიწერდი ერთ დროს , როდესაც შენით სამყარო მენთო . ვიდექი ხშირად ხიდზე და ყინვებს ვერქინებოდი , როგორც წიქარა. ღმერთი თუ არა , გამიგებს ვინმე, ჩემ ცოდვასავით მძიმე მიქარვას . აფრინდა შაშვი... ვიღაცამ ბოგირს გადაღმა ფილთა თოფი დასხლიტა. ერთი ცხოვრება რატომ არ მყოფნის, ნეტავ ,ცოდვების გამოსასყიდად?!.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მოკითხვა, ზედვაკელო ! მიყვარს შენი ალალი პოეზია მოკითხვა, ზედვაკელო ! მიყვარს შენი ალალი პოეზია
2. ძალიან საგრძნობი და ნაცნობი :) 4ქ ძალიან საგრძნობი და ნაცნობი :) 4ქ
1. მართალი ლექსები მიყვარს 5 მართალი ლექსები მიყვარს 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|